FM97.5 / LIVE

სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2019
შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, ადიგენი-უდე-არლის საავტომობილო გზაზე, გადასასვლელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციების საკითხზე შეთანხმდნენ.

სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ადიგენის სოფელ არალში, მდინარე ოცხეზე გადასასვლელ ხიდთან ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. მშენებელი კომპანია, ამ ეტაპზე, ხიდისა და გზის სავალი ნაწილის შემაერთებელ მონაკვეთს ასწორებს.

არალში, 2018 წლის დეკემბრიდან, შვიდი თვის განმავლობაში ხიდის მშენებლობა შეჩერებული იყო, რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ადგილობრივებს შორის კომპენსაციების გაცემის საფასურზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.

„აქ მცხოვრებლებთან უკვე შევთანხმდით და კომპენსაციებიც მიიღეს. შესაბამისად, სამუშაოები განვაგრძეთ. კომპენსაციების რაოდენობა კონფიდენციალურია“, - განმარტავენ დეპარტამენტში.

კომპენსაციების სიმცირეზე პრობლემა იმ მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს ჰქონდათ, რომლების ტერიტორიის შესყიდვასაც სახელმწიფო აპირებდა. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ დეპარტამენტი მათი მიწების სანაცვლოდ, მინიმალურ თანხას - ერთ მეტრში 3.50 ლარს იხდიდა: „არ გვაწყობდა ეს თანხა, მცირე იყო, მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი. რამდენიმე ადამიანი ვიყავით დარჩენილი და სალაპარაკო თემა აღარ იყო. თანხა შეტანილია და გადმომირიცხავენ“, - ამბობს მიწის ერთ-ერთი მესაკუთრე.

ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე, ხიდის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენი" ახორციელებს. სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული.

მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერდა.

სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კომპენსაციების გაცემის საკითხზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არალში ჩავლენ
არალში ხიდის მშენებლობა განახლდა
არალის ხიდის ბედი კვლავ გაურკვეველია
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია
სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
სოფელ არალში ხიდი შენდება