FM97.5 / LIVE

სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, სამართალი 27.03.2019
ადიგენში, სოფელ არალში, გადასასველელი ხიდის მშენებლობა ვერ სრულდება. მიზეზი ის არის, რომ საგზაო დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან. მოსახლეობა შეთავაზებული თანხის ოდენობით უკმაყოფილოა და მათი ნაწილი მიწის დათმობაზე უარს აცხადებს.

სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა უკვე სამი თვეა შეჩერებულია. ხიდი მთავარ საავტომობილო გზას სასოფლო–სამეურნეო ბაღების გავლით უნდა დაუკავშირდეს. პრობლემა, რომელმაც ხიდის მშენებლობა შეაფერხა, სწორედ ამ ბაღებში მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ დათვლილმა კომპენსაციებმა გამოიწვია. არლის მცხოვრებელები ამბობენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მათ მიწის სანაცვლოდ მინიმალური თანხა შესთავაზა.

„ერთ კვადრატულ მეტრში ერთ „პაჩკა“ სიგარეტის ფულს არ მაძლევენ. კვადრატულ მეტრში სამი ლარი და 30 თეთრიო. მე მაგ მიწას საერთოდ ვკარგავ, არადა მამა–პაპისეული მიწაა, მამაჩემისგან ერთი ეგ დამრჩა მანდ. ნორმალური ანაზღაურება ხომ უნდა ყოფილიყო?! ამიტომ მაგ თანხაზე უარზე ვარ“, – აცხადებს მიწის ფართობის ერთ–ერთი მესაკუთრე.

ხიდის მშნებელობა შვიდი ადგილობრივის მიწის ფართზე გადის. მათი ნაწილის თქმით, თანხა იმდენად მცირე იყო, რომ მისი აღება შერცხვათ: „ასფალტიდან ჩემს ყანაზე სამი მეტრი მიწა გადაიზომა. ვფიქრობდი, რომ დაახლოებით 400–500 ლარი უნდა მრგებოდა. მთლიანობაში კი 13 ლარი გამოვიდა. ვუთხარი ერთი ტომარა ფქვილიც არ მომივა და თქვენთვის დაიტოვეთ, გამოიყენეთ–მეთქი“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და საავტომობილ გზების დეპარტამენტს შორის, კომპენსაციებზე მოლაპარაკებები დაახლოებით 2018 წლის ივნისში დაიწყო. თანხა ფართობის სიდიდის მიხედვით და ნაკვეთზე არსებული ნარგავების შესაბამისად განისაზღვრა. „ასე გვიწერია, ჭანჭურის ხის მოჭრის სანაცვლოდ 55 ლარი, დიდი ასაკის ხეების შემთხვევაში 72 ლარი, თუ ხის ასაკი 12 წლამდეა 298. მაგრამ ჩემს მიწაზე იყო ღობეც, კედელიც და არაფერი ჩაუთვლიათ. ასეთი ფასები არსად არ არის, სხვა მშენებლობებზე კვადრატულ მეტრში რვა–ცხრა ლარს იხდიან. ჩვენ რატომ უნდა დავიჩაგროთ?!“, – კითხულობს მიწის მესაკუთრე.

გარდა კომპენსაციებისა, ადგილობრივებს პრობლემა აქვთ მიწის აზომვასთან დაკავშირებითაც: „მანდ მე 400 კვადრატული მეტრი მიწა მაქვს. მაგათი აზომვებით 200 კვადრატული გამოვიდა. როგორ მოხდა, ვინ აზომა არ ვიცი. მითხრეს მაგ ორ მეასედზე ხელი მოაწერე და აიღე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო“.

მიწის კიდევ ერთი მესაკუთრე ამბობს, რომ მათ ნაწილს პრობლემა რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც შეექმნათ: „ნაწილი დარეგისტრირებულია ნაწილი არაა. თავიდან უნდა დაირეგისტრიროთო. გვითხრეს დეპარტამენტიდან ცნობა გჭირდებათო. დეპარტამენტი ცნობას არ გვაძლევს, ჩვენი ცნობა არ არის საჭიროო. რაც ჩვენი საკუთრებაა იმაში მარტო სამ ლარს გვიხდიან. გვეუბნებიან, ახლა შეგვიშვით და მომავალში არ იქნება პრობლემაო, მაგრამ ისინი რომ შევუშვათ, ამ გზას რომ გაიტანენ, მერე ან მოგვცემენ თანხას ან არა“.

მიწის მესაკუთრეების ნაწილი კომპენასაციას თავიდანვე დათანხმდა: „ჩემი მიწის საბუთები წესრიგში იყო, შესაბამისად, ჩემთან ყველაფერი მალე გაკეთდა. თანხა ავიღე, მაგრამ კარგი ანაზღაურება არ იყო“.

ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე, მდინარე ოცხეზე ხიდს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. ხიდის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერებულია.

დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ ადგილობრივებთან კომპენსაციების პრობლემა წარმოიშვა და მათთან შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით, დეტალიური ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ: „განსახლება და ზოგადად, მიწის გამოსყიდვა არ არის საჯარო ინფორმაცია და მოსახლეობასთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კონკრეტულად ვის რამდენს სთავაზობენ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სხვადასხვა მიწის ნაკვეთები სხვადასხვანაირად ფასდება. ინფორმაცია კონფიდენციალურია და ადამიანის პირად ქონებას ეხება საქმე“.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში, როცა ადგილობრივებთან კომპენსაციის საკითხზე შეთანხმება ვერ დგება, საქმეში სასამართლო ერთვება: „თუ ადგილობრივებთან შეთანხმება ვერ მოხდა, ვიდავებთ სასამართლოში, მაგრამ ამან შეიძლება დიდი ხნით შეაფერხოს პროექტი“.
ადიგენი–უდე–არლის ხიდის მშენებლობისათვის საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა. სამუშაოები მაისში დაიწყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენმა" განახორციელა. სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული.

სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არალის ხიდის ბედი კვლავ გაურკვეველია
კომპენსაციების გაცემის საკითხზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არალში ჩავლენ
სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
არალში ხიდის მშენებლობა განახლდა
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია
სოფელ არალში ხიდი შენდება