FM97.5 / LIVE

‘პრობლემა ინგლისურის არცოდნამ შექმნა’ - DMO-სთვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეირჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2019
სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ააიპ -ის მიერ გამოცხადებული სამი ვაკანსიიდან თანამშრომელი მხოლოდ ერთზე შეირჩა. ორ პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ გაიმართება.

‘პრობლემა ინგლისურის არცოდნამ შექმნა’ - DMO-სთვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეირჩა

სამცხე-ჯავახეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის“ (DMO) თანამშრომლები სამ პოზოციაზე უნდა შეერჩიათ. ესენია ორგანზიციის აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერი. რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის შემდეგ, კომისიამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი, პროექტების მენეჯერის პოზიცია დააკმაყოფილა, დანარჩენ ორზე კი ვაკანსია კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

კომისიის თავმჯდომარის ეკა ორჯონიკიძის განმარტებით, საკონკურსო კომისიამ განაწყვეტილება რეკომენდარორების: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს წარმომადგენლების გავლენით მიიღო. მისივე თქმით, ვაკანსიების დაუკმაყოფილებლობის მიზეზი, ინგლისური ენის არცოდნა გახდა.

„შიქმნა ძალიან ცუდი სიტუაცია, ჩვენმა რეკომენტადორებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორები და დამფინანსებლები არიან, აპლიკანტებისგან მინიმალურ დონეზე მაინც ინგლისური ენის ცონდა მოითხოვეს. აღნიშნეს, რომ კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაიმართოს. ზოგადად, ამ ააიპ-ის დანიშნულებაც ეს არის, რომ შენი მხარე და რეგიონი ევროპასა და მსოფლიოს გააცნო“, - განმარტა ეკა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმთ, რეკომენდატორებმა აღნიშნეს, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე მითითებული ხელფასი დაბალია და შესაძლებელია მსურველებმა განაცხადი ამის გამო არ შეავსეს.

„ჩვენი ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ გვაძლევს. ავიყვანოთ და ექვსი თვის შემდეგ ხელფასი ვერ მივცეთ, ასეც არ გვინდა. ჩვენ მუნიციპალიტეტები ჯერ მხოლოდ 15 000-ით გვაფინანსებენ. ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ გოგონას გაუწიეს რეკომენდაცია, რომელიც პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ავიყვანეთ. ამ კვირაში შევჯერდებით და ალბათ თავიდან გამოვაცხადებთ ვაკანსიებს“.

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისათვის ჩამოყალიბებული „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანზიაციის“ (DMO) მიერ გამოცხადებული სამ ვაკანსიაზე სულ 30 კონკურსანტის 47 განაცხადი შევიდა – ზოგიერთმა კონკურსანტმა რამდენიმე ვაკანტურ პოზიციაზე შეიტანა განაცხადი. რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის შემდეგ, მხოლოდ ერთი თანამშრომელი აიყვანეს.

„დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO)აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი 1500 ლარი იქნება, თანამშრომლების კი 1000 ლარი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა
ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს