FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეებმა უცხო ენაში მაღალი ქულები მიიღეს

მთავარისიახლე, განათლება 02.08.2019
ინგლისური ენის გამოცდაში, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტატო ზუმბაძემ და გულიკო გიორგაძემ მაღალი ქულები მიიღეს. ტატო სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებს სწავლას, გულიკო კი ახალციხეში, საჯარო მმართველობის სპეციალობაზე.

ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეებმა უცხო ენაში მაღალი ქულები მიიღეს

ტატო ზუმბაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ინგლისურის ტესტში 80 ქულიდან 78 მიიღო. ამბობს, რომ ტესტი მისთვის რთული არ იყო, რადგან უცხო ენაში ერთი წელი ემზადებოდა. გარდა ამისა, FLEX-ის პროგრამით ამერიკაშიც სწავლობდა.

ტატო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე აბარებს: „სამედიცინოზე ჩაბარება მეშვიდე კლასიდან გადავწყვიტე. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა. სავარუდოდ კარდიო ქირურგიას ავირჩევ“.

გულიკო გიორგაძე ტატოს პარალელური კლასელია, ამბობს, რომ უცხო ენაში საკმაოდ ძლიერია და კარგ შედეგსაც ელოდა. ტესტი, არც მისთვის ყოფილა რთული – 77 ქულა მიიღო.

„ტესტი საკმაოდ მარტივი იყო, მომზადებული ვიყავი ინგლისურისთვის. ბოლო რამდენიმე თვე ტესტებზე ვმეცადინეობდით. განსაკუთრებით არაფერი მერთულა“, – ამბობს გულიკო.

იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე აბარებს.

[მარიამ ბარიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საკმაოდ მარტივი ტესტი იყო', – აბიტურიენტები ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდაზე
ქართულსა და უნარებში ახალციხელმა აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მიიღეს
უცხო ენის გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ
დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ