FM97.5 / LIVE

ქართულსა და უნარებში ახალციხელმა აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მიიღეს

მთავარისიახლე, განათლება 01.08.2019
ვალეს საჯარო სკოლის და „მზექას“ კურსდამთავრებულებმა ნათია ჩანგლიშვილმა და ნიკა ქურდაძემ, ქართულსა და უნარებში მაღალი ქულები მიიღეს. აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდები რთული იყო, თუმცა შედეგებით კმაყოფილები არიან.

ქართულსა და უნარებში ახალციხელმა აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მიიღეს

ნიკა ქურდაძემ ზოგადი უნარების ტესტში 80–დან 78 ქულა მიიღო, ქართულში კი 70–დან 64 ქულა.

ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეპეტიტორთან მომზადების გარეშე გავიდა. უყვარს ფიზიკა და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე სწავლას გეგმავს.

„უნარების ტესტი რთული იყო, ეს ალბათ იმიტომ, რომ წინა წლების ტესტებს სახლში მშვიდად ვაკეთებდი და გამოცდაზე კი უფრო რთული მომეჩვენა. ქართულში მიღებული ქულა ჩემთვის მოულოდნელი იყო, არც მახსოვდა, რა დავწერე. მაქსიმუმ 55 ქულას ველოდი, თუმცა შედეგით გაოცებული ვარ. ვფიქრობ, სხვა გამოცდებშიც მაღალ ქულებს მივიღებ“,– ამბობს ნიკა.

ნათია ჩანგლიშვილმა ზოგად უნარებში 77 ქულა მიიღო, ხოლო ქართულში – 60.

ნათიამ ვალეს N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, მანამდე ერთი წელი FLEX-ის პროგრამით ამერიკაში იმყოფებოდა, ამიტომ გამოცდებისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდა.

მისი თქმით, უნარების ტესტი რთული იყო, განსაკუთრებით კი ვერბალური ნაწილი.

„ვერბალურში ყველაზე რთული ტექსტის გააზრება და მასთან დაკავშირებული კითხვები იყო, ასევე ანალოგიებიც. კიდევ დროის ფაქტორი. რაც შეეხება ქართულს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის მიხედვით თემა უნდა დამეწერა, თუმცა მე მეორე თემა ავიღე პროზა და ის დავწერე. ტექნიკურ საგნებს ვაბარებ, ამიტომ ქართული უფრო რთული მომეჩვენა“, – ამბობს ნათია.

ნათია სანდიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე აბარებს. მან უკვე იცის რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდება, რადგან ეროვნულ გამოცდებამდე უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა.

„7 500 დოლარია გადასახადი დ ამას სახელმწიფო გრანტით ვერ დაფარავ. შესაბამისად უნდა მიიღო შიდა დაფინანსება, გასაუბრების და აპლიკაციის შევსების შემდეგ 6 500 დოლარით დამიფინანსეს“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ვებგვერდზე online.naec.ge გუშინ, 31 ივლისს უნარების გამოცდით დაიწყო.

რაც შეეხება SMS-ით შედეგების გაგებას, აბიტურიენტმა აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, ეროვნული გამოცდების შედეგები მომდევნო კვირის ბოლომდე სრულად გამოქვეყნდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
ზოგადი უნარების გამოცდაში 6 000–მდე აბიტურიენტი ჩაიჭრა