FM97.5 / LIVE

გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2019
ახალქალაქში, გოგაშენის და ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ორჯერ ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება

სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის თქმით, გზაზე მეწყერისაგან ჩამოშლილი მასის დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

„აქ ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, ზედა ფენის ჩამოშლის საშიშროება აღარ არსებობს. გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა პრობლემა ვიწრო გზაა და ტექნიკა ბევრი ერთად ვერ უდგება“, – გვიხსნის შალვა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან გზის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება, იმ ტერიტორიაზე, სადაც მეწყერის საფრთხე არსებობს.

ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა. ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი რეკომენდაციით, გზის აღდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა მეწყერული პროცესების განმეორებას ისევ ვარაუდობდნენ, ასეც მოხდა, აქ მეწყერი 13 ივნისს ისევ განმეორდა. გზის გაწმენდითი სამუშაოებისათვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჯამში 400 000 ლარამდე გამოყო.

ვარძია–გოგაშენის გზაზე გაწმენდით სამუშაოებს შპს „ასტორია´ასრულებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზა გაწმინდეს
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს