FM97.5 / LIVE

ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2019
ახალქალაქში, ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც მეწყერი 13 ივნისს განმეორდა, 19 ივნისიდან გაგრძელდება. უკვე ცნობილია გეოლოგების დასკვნაც.

ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ გეოლოგიური დეპარტამენტიდან დასკვნა დღეს, 18 ივნისს მიიღო.

როგორც მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, დასკვნის მიხედვით, გზაზე მეწყერული პროცესების გამეორება მიწისძვრამ გამოიწვია: „პირველი მეწყერისას, აქ დარჩა შრეები, სადაც გრუნტის წყლები ჩავიდა და მიწისძვრამ მიწა ისევ დაძრა. ახლა უნდა გაგრძელდეს სამუშაოები, იქ დიდი ლოდები უნდა დაიშალოს და ზედა ფენა ჩამოიწმინდოს იმისათვის, რომ უკვე გზის გაწმენდა დაიწყოს.“

შალვა ბერძენიშვილის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია და დღესვე გაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ თანხბის დამატება მოხდეს და შპს „ასტორიას“, რომელიც გზაზე სამუშაოებს ასრულებდა, ხელშეკრულება გაუგრძელდეს.

შალვა ბერძენიშვილის თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, 250 000 ლარმადე დამატებაა საჭირო.

„აქ ორმაგი სამუშაოების ჩატარება გამოგვდის, ახლა კლდის უფრო დიდი მასაა ჩამოწოლილი და, შესაბამისად, მეტი თანხა გვჭირდება“, – ამბობს ბერძენიშვილი, რომელმაც, მეწყერის განმეორების შემდეგ, ტერიტორია თავად მოინახულა.

ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი პირველად ერთი თვის წინ, 13 მაისს ჩამოწვა. ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი რეკომენდაციით, გზის აღდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა მეწყერული პროცესების განმეორებას ისევ ვარაუდობდნენ. აქ სამუშაოები სწორედ გეოლოგების რეკომენდაციით დაიწყო და ფინანსთა სამინისტრომ მაშინ 150 000 ლარი გამოყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზა გაწმინდეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს