FM97.5 / LIVE

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2019
ახალქალაქში, ვარძია–გოგაშენის გზის 45 მეტრიანი გზის გაწმენდა, გეოლოგების რეკომენდაციით მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე, 13 მაისს მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაკეტა.

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილ გზაზე გაწმენდით სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ასტორია“ ახორციელებს. კომპანიას გზის გასაწმენდად 20–დღიანი ვადა აქვს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანია სამუშაოებს გეოლოგების რეკომენდაციების მიხედვით ახორციელებს, რადგან აქ, სამუშაოების პროცესში კლდის მასის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს.

„აქ მძიმე ტექნიკა მუშაობს, ამიტომ გეოლოგების დასკვინის მიხედვით, პირველ ეტაპზე, გზის ნაპირზე კლდის ზედაფენები იწმინდება, მოიხსნა დიდი ლოდები და დაიშალა, რომელიც შესაძლოა გზაზე ჩამოსულიყო და მუშებისთვის საფრთხე შეექმნა“, – ამბობს მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.

გზა ამ დრომდე გადაკეტილია და, ბერძენიშვილის თქმით, ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული. გზის გაწმენდითი სამუშაოები ფინანსთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. უწყებამ ამისთვის 150 000 ლარი გამოყო.

ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი 13 მაისს ღამე ჩამოწვა. კლდის მასამ გზის 45 მეტრიანი მონაკვეთი დაფარა; არავინ დაშავებულმა.

გზის დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა 18 მაისს შეისწავლეს და დასკვნაც გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც გზა აღდგენას ექვემდებარება, თუმცა, მეწყერული პროცესების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საყრდენი კედლების მოწყობა.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის მიმდებარე ტერიტორია დაპროექტდება და საყრდენი კედლები მოეწყობა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზა გაწმინდეს
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება