FM97.5 / LIVE

გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2019
ახალქალაქში, გოგაშენი–ვარძიის გზა, სადაც შვიდი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა არ გაწმენდილა. ტერიტორია გეოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს.

გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს
დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტებმა, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით 18 მაისს შეისწავლეს.

მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილის შალვა ბერძენიშვილის განმარტებით გოგაშენი–ვარძიის გზა აღდგენას ექვემდებარება.

„გაწმენდითი სამუშაოები დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, გზის ზედა მხარეს კლდის ნაწილი და ლოდები დარჩა. შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს და საფრთხე შექმნას“, – განმარტავს შალვა ბერძენიშვილი.

მისი თქმით საფრთხის თავიდან ასაცილებლად უნდა გაიწმინდოს დამეწყრილი გზის ზედა მხარე, საიდანაც ლოდების ჩამოცვენის საშიშროებაა.

გეოლოგების განმარტებით გოგაშენი–ვარძიის სხვა ტერიტორიაზე მეწყერის განვითარების საშიშროება არ არსებობს, თუმცა მსგავსი პროცესების თავიდან ასარიდებლად, გზის გაწმენდის შემდეგ საყრდენი კედლები მოეწყობა.

სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ფინანსების მოძიებაზე მუშაობენ, შემდეგ კი გზის გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებენ.

გოგაშენი–ვარძიის გზაზე მეწყერი 13 მაისს, ღამე ჩამოწვა და გზა მთლიანად გადაკეტა. მეწყერული პროცესების განვითარება სოფელ გოგაშენამდე კილომეტრნახევარში მოხდა. კლდისა და მიწის მასამ გზის 45 მეტრიანი მონაკვეთი დაფარა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს
გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო
გოგაშენი–ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა [ფოტო]
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება