FM97.5 / LIVE

უფასო მორწყვა და სახურავები - ასპინძის მერია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, 11 ივლისს სტიქიის შედეგად დაზარალებეულ მოსახლეობას, საკომპენსაციოდ, რწყვის სეზონზე ნარგავების უფასოდ მორწყვას სთავაზობს. სეტყვისგან დაზიანებული სახლის სახურავების შესაცვლელად კი, გადასახურ მასალას შეიძენს.

უფასო მორწყვა და სახურავები - ასპინძის მერია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

11 ივლისის სტიქიის შედეგად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სამ სოფელსა და დაბაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და 12 სახლის სახურავი დაზიანდა.

დაზიანებული რვა სახლი სოფელ ივერიაში, ოთხი კი – დაბა ასპინძაშია. მერია დაზიანებული სახლებისთვის გადასახურ მასალას შეიძენს.
„ყველას ვუწევთ შესაბამის დახმარებას. ახალი სახურავის მასალას შევუძენთ ყველას, ვისაც დაუზიანდა. აგრეთვე, სტიქიით დაზარალებულებს დავეხმარებით და ისინი რწყვის საფასურს არ გადაიხდიან “, – გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით პაპაშვილმა.
ასპინძაში, თვითდინებად არხებზე მორწყვისთვის მოსახლეობას ორი ლარის გადახდა უწევდა. საქაჩის მოხმარება კი, ერთი საათის განმავლობაში 65 ლარი ღირდა.

მერიაში განგვიმარტეს, რომ თვითდინებადი არხებით მოსახლეობა უფასოდ ისარგებლებს, საქაჩი სისტემის გამოყენების შემთხვევაში კი, ფასი განახევრდება ან უფასო გახდება.

"საქაჩებზე შევძლებთ რამენაირად გავანახევროთ ფასი, ან ეგეც უფასო იყოს, მაგრამ სარწყავი არხები, სადაც თვითდინებით მოდის წყალი, ნამდვილად უფასო იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს", – გვითხრა პაპაშვილმა.
სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა მოსახლეობას რომ უფასოდ შეეძლება, ამის შესახებ ასპიძნის მერიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

"11 ივლისს, დაბა ასპინძაში და სოფელ ივერიაში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების მორწყვა მოსახლეობისათვის, რწყვის სეზონის დასრულებამდე, შესაძლებელი იქნება დაწესებული გადასახადის გარეშე",– ნათქვამია ასპინძის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სარწყავი წყლით სარგებლობის საფასური განისაზღვრა
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა დაიწყო
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
ასპინძაში მდინარის ნაპარსამაგრების მოსაწყობად მერია 372 929 ლარის დახარჯვას გეგმავს
ასპინძის ორი სოფელი ძლიერად დაისეტყვა
სტიქიით დაზარალებულები სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს მიიღებენ [R]
ასპინძაში 2019 წელს უფასო სასადილოთი 50 ბენეფიციარი ისარგებლებს