FM97.5 / LIVE

რატომ ესწრებოდნენ მარგველაშვილის შეხვედრას თისელის სკოლის პედაგოგები

მთავარიპოლიტიკა 17.09.2013
იყვნენ თუ არა ვინმეს დავალების გამო სოფელ თისელის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ახალციხეში მარგველაშვილთან შეხვედრაზე და რას ამბობენ „ოცნების“ შტაბში

რატომ ესწრებოდნენ მარგველაშვილის შეხვედრას თისელის სკოლის პედაგოგები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის პედაგოგი, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი მაია უსტიმენკო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ახალციხეში მარგველაშვილთან შეხვედრაზე პედაგოგები და მოსწავლეები ისევ ისე წამოიყვანეს როგორც ეს „ნაციონალების“ დროს ხდებოდა.

უსტიმენკო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ახალციხეში „ქართული ოცნების“ შტაბი გაიხსნა მან გადაწყვიტა მხარი „ბურჯანაძე დემოკრატებისთვის“ დაეჭირა, რადგან შატაბს სათავეში ისეთი ადამიანები ჩაუდგნენ, რომლებიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მათ გვერდით არ იდგნენ და მათთან ერთად არ იბრძოდნენ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება „ოცნების“ მხარდაჭერაზე უარი ეთქვა, 12 სექტემბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის შემდეგ მიიღო.

„როცა სააკაშვილი, მერაბიშვილი, ან ახალციხეში ბიბლიოთეკის მეოთხედ გასახსნელად წერეთელი ჩამოდიოდა, გვეზიდებოდნენ ამ საცოდავ პედაგოგებს. ფიქრობდნენ, რადგან პედაგოგი ხარ, ტაში უნდა დაგეკრა მათთვის, - ამბობს უსტიმენკო და ამატებს, რომ ანალოგიური გააკეთეს ახლაც: მთელი ჩემი კოლექტივი იყო, მარგველაშვილი რომ ჩამოვიდა. დირექტორმა გვითხრა, რომ წამოვსულიყავით, მაგრამ მას ვერ დავადანაშაულებ , მასაც ზემოდან დაავალეს. ის ასე ეზიდებოდა მთელი 7 წელი ხალხს. ვერ გეტყვით ჩვენ დირექტორს ვინ დაავალა, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ უნდა წამოვსულიყავით. მას გარკვეული რაოდნობა უნდა წამოეყვანა მასწავლებლებისაც და მოსწავლეებისაც“.

უსტიმენკო ამბობს, რომ მათ სკოლაში 16 ბავშვი სწავლობს: „პირველკლასელებს ხომ არ წამოვიყვანდით?! ამიტომ წამოვიყვანეთ 5 მაღალკლასელი. ყველა პედაგოგი ვიყავით გარდა ერთისა, ის შეუძლოდ გახლდათ და იმიტომ ვერ წამოვდა“.

თისელის სკოლის დირექტორი დიანა კახელი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ მას სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების წაყვანის შესახებ ვინმემ დავალება მისცა: „უბრალოდ ვიცოდი, რომ მარგველაშვილი მოდიოდა და შევთავაზე პედაგოგებს ხომ არ წამოვიდოდნენ. არ ვიცი რამდენი ბავში იყო, იყვნენ ის ბავშვები, ვისი მშობლებიც წამოვიდნენ. რაც შეეხება პედაგოგებს, სკოლაში 9 მასწავლებელია და 9-ვე აქციაზე ნამდვილად არ ვყოფილვართ“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟნაძე აცხადებს, რომ არავისთვის აქციაზე მოსვლის შესახებ დავალება არ მიუციათ: „ჩვენ არც პოლიციური და არც უშიშროების რესურსი არ გამოგვიყენებია, ისე როგორც ეს ხდებოდა „ნაციონალების“ დროს. ასე რომ მოვქცეულიყავით, მარგველაშვილთან შეხვედრაზე 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდოდა, მაგრამ ყველა ზონის კოორდინატორი გაფრთხილბეული გვყავდა, რომ ძალა არავისთვსის დაეტანებინათ და წამოსულიყო ის, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა“.

მე-4 ზონის კოორდინატორი დავით მოდებაძე, რომელსაც თისელსა და მის მიმდებარე სოფლებში ხალხის მობილიზება ჰქონდა დავალებული ამბობს, რომ მარგველაშვილთან შეხვედრაზე წასვლის შესახებ დავალება არავისთვის მიუციათ: „ხალხი თავისი ნებით წამოვიდა. უფრო მეტიც ყველა მსურველის წამოყვანა ვერ შევძელით. თისელიდან სულ 20 კაცი იყო წამოსული“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ
რატომ იყვნენ ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები 'ოცნების' შეკრებაზე
"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
რით განსხვავდება გასული წლის და წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდები