FM97.5 / LIVE

ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 26.09.2017
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალეში, ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, რომ ბაღისა და სკოლის პედაგოგებს, 28 სექტემბერს, ახალციხეში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ.

ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დღეს, 26 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, ვალეში სკოლისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს „ქართული ოცენებიდან“ აქვთ დავალებული, რომ 28 სექტემბერს, ახალციხეში პარტიის კანდიდატების დასახელებაზე, თანამშრომლების მობილიზება მოახდინონ.

„რამდენიმე პედაგოგი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ დირექტორმა დაიბარა და განუცხადა, რომ ტრანსპორტი მივა, დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს და შემდეგ უკან წამოიყვანს, მათ კი ამის სურვილი არ აქვთ“,–აცხადებს ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისივე თქმით, პედაგოგები „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატების წარდგენას თუ არ დაესწრებიან, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან: „მე ჩემი მხრივ ვუთხარი, რომ შეუძლიათ არ წავიდნენ და თუ პრობლემები შეექმნებათ, როგორც ადვოკატი დავეხმარები“.

ნუგზარ სამარჯიშვილი კონკრეტული საბავშო ბაღებისა და სკოლების დასახელებისაგან, ასევე პედაგოგების ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მათ ამის პირობა მისცა: „შევპირდი, რომ იდენტიფიცირებას არ მოვახდენდი და შევასრულებ კიდეც. სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება მხოლოდ სახელისუფლებო რესურსზე ამყარებს თავის იმედებს. პირველად ვმონაწილეობ არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ ხალხი საკუთარი სურვილით გააკეთებს არჩევანს“.

ნუგზარ სამარჯიშვიილის მტკიცებას „ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად უარყოფენ.

„მერობის კანდიდატების შეხვედრაა, ვისაც უნდა მოვა, ვისაც არა, ჩვენ ვერაფერს დავაძალებთ. მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და სიცრუეა“, – ამბობს პარტიის ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.

28 სექტემბერს, „ქართული ოცნება“ ახალციხეში რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენას გეგმავს. რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა, ამ ეტაპზე უცნობია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენამდე ახალციხეში კონცერტი იმართება [Photo]
„ქართული ოცნება“ ხვალ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატებს წარადგენს
ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები
რატომ იყვნენ ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები 'ოცნების' შეკრებაზე
'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენა სამცხე–ჯავახეთში [Photo]
„ქართული ოცნების“ სპეციალური განცხადება
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 27 სექტემბერი [Audio]