FM97.5 / LIVE

სოფელი წარსული დიდების ჩრდილში

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.07.2019
ამ სოფელში, ორი საუკუნის წინათ, ორი სასწავლებელი იყო. წელს კი, პირველ კლასში, მხოლოდ ოთხი მოსწავლე ჰყავთ. სოფელს, რომელსაც საუკუნეების წინ დარანებში შეჰქონდათ წყალი და, მტრების შემოსევის შემთხვევაში, მიწის ქვეშ კვირაობით შეეძლოთ გაჩერება, ახლა სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ერთ დროს ხალხმრავალი სოფელი ხიზაბავრა დაცლის პირასაა.

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში 42 გვარის ხალხი ცხოვრობს. რადგან ყველას ვერ ჩამოვთვლი, სჯობს იყოს მხოლოდ ციფრი. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, სოფელში დაახლოებით 160 კომლია.

ხიზაბავრა თავს წარსული დიდებით იწონებს.

აქ წინაპრებზე და ლეგენდებზე ბევრს გესაუბრებიან, თან სიამაყით, და ლაპარაკისას „ოქროთი“ მოგმართვენ.

„ადრე აქ ოქრო, სასწაული სოფელი იყო“, – გვეუბნება სოფლის წყაროსთან შუახნის მამაკაცი.

„სასწაული სოფელი“ ახლა ბევრი ყოფითი პრობლემით ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიზაბავრაში ცხოვრება რთულია.

„მახსოვს კარგი ხიზაბავრა. ახლა სულ ყანაში რომ ვართ, შრომა, ჯაფა 24 საათი და მაინც არაფერია. ასე არ იყო ადრე, მიწასაც ვამუშავებდით, სამსახურებიც გვქონდა და ვცხოვრობდით ნორმალურად. ახლა წელში უნდა გაიწყვიტო და მაინც არაფერია“, – ამბობს ანა გორელიშვილი.

„მიწა გვაქვს, მაგრამ დამუშავება ძვირი ჯდება. ერთი ჰექტარის დახვნაში 200 ლარი უნდა გადაიხადო. შემდეგ დათესვა 200 ლარი, ამოღებაც 200 ლარი და რაღა გრჩება? დავუშვათ, ოჯახს აქვს ჰექტარი და 25 მეასედი, ანუ დახვნას უნდა სადღაც 240 ლარი და სხვა ხარჯიც შესაბამისად იზრდება, გაყიდვაც პრობლემაა“, – გვეუბნება უშანგი გორელიშვილი.

სოფელი სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობს.

„წყალი დღეში ერთი საათით მოდის, ხან დილით, ხან საღამოს. ბაკები გვაქვს, ვავსებთ და მერე იმას ვხმარობთ“, – ამბობს ადგილობრივი აკაკი მურადაშვილი.

სოფელ ხიზაბავრაში აღმოჩენილია დარანები – მიწისქვეშა ნაგებობები. საფრთხის დროს დარანს თავს აფარებდა მოსახლეობა. დარანის ერთ–ერთი გასასვლელი აუცილებლად წყალთან გადიოდა. ამიტომაც დარანში ხალხს გაჩერება კვირების განმავლობაში შეეძლო.

საუკუნეების შემდეგ კი, სოფელ ხიზაბავრას წყალი განრიგით მიეწოდება.

შიდა გზებიც მოსაწერიგებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს ასევე სჭირდება გარე განათებაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს ბევრი ტოვებს.

„მე 1977 წელს დავამთავრე სკოლა, მაშინ ორი პარალელური კლასი ვიყავით და თითო კლასში – 33 მოსწავლე. ახლა სანთლით უნდა ეძებო სასკოლე ბავშვი. ახალგაზრდები მიდიან სოფლიდან“, – ამბობს ლენა მამუკაშვილი.

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში

ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 64 მოსწავლეა. წელს სკოლა 13–მა ახალგაზრდამ დაამთავრა. პირველ კლასში კი ოთხი მოსწავლე მიდის.

მეცხრამეტე საუკუნის 30–იან წლებში სოფელში ორი სასწავლებელი იყო; როგორც ისტორიკოსები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერენ – საკმაოდ ბევრი მოსწავლით.

ხიზაბავრის მოსახლეობის ბაზაზე საქართველოში რამდენიმე სოფელი აღდგა და დაფუძნდა. კერძოდ: ხიზა, ახალხიზა, ნინიგორი, ნაწრეტი, სანავარდო, მთისძირი, ბაღდადი. ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ცხოვრობს ათობით ხიზაბავრელი.

სოფელს 1836 წელს ჰქონდა საკუთარი სტამბა. ადგილობრივი მარეხი მურადაშვილი გვეუბნება რომ ახლა, გლობალური კომუნიკაციის ეპოქაში, სოფელს არა აქვს ინტერნეტი.

„სოფელში ინტერნეტი არ არის, არადა გვინდა, გვჭირდება. ამ ცხოვრებას ხომ უნდა ავუწყოთ ფეხი. ახალგაზრდები ისედაც მიდიან, გვტოვებენ“, – გვეუბნება ის.

სოფელი ხიზაბავრა უბნებადაა დაყოფილი. მეგზურობა ლენა მამუკაშვილმა გაგვიწია, რომელიც ვარდისუბნიდანაა.

„მე ვარ ჯოლდიდან, ანუ ხიდის იქითა უბნიდან. გავთხოვდი ნანეხვის უბანში, შემდეგ ჩემმა კაცმა თქვა ნანეხვი რა სახელიაო და ვარდისუბნად „მონათლა“, ახლა ასე ვეძახით“, – სიცილით ამბობს ლენა მამუკაშვილი.

სოფელში არის შუა უბანი, მას წყაროს უბანსაც ეძახიან.

არის ხუციანთ უბანი, ადგილი „ბირჟის“ ქვემოდან, სადაც ხუციშვილები ცხოვრობენ და დათათ უბანი – სადაც დათაშვილების გვარი ცხოვრობს.

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში


შუა უბანში ორი ეკლესია დგას – მართლმადიდებლური, წმინდა გიორგის, და კათოლიკური, იესოს უწმინდესი გულის სახელობის. ეკლესიების შუაში წყაროა, აქაურების თავშეყრის ადგილი. სწორედ აქ გავიცანი შვიდი წლის ნინო მექოშვილი, გოგონა, რომელსაც უყვარს ზღაპარი „კომბლე“ და უნდა გამოვიდეს მხატვარი. ნინო ხიზაბავრის მომავალია.

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში

[გულო კოხოძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხიზაბავრელი  თერეზინა
” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
ლეგენდების სოფელი
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი
სამი წყაროს იმედად

გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]