FM97.5 / LIVE

ხიზაბავრელი თერეზინა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.07.2019
სოფელში დიდ საქმეს აკეთებდა, თუმცა ახლა მშობლიურ კუთხეში არ ახსოვთ. მის შესახებ ისტორიკოსებსაც მწირი ინფორმაცია აქვთ. საშინაო–საოჯახო სკოლა ხიზაბავრაში და ამბები თერეზინა ხუციშვილის საქმიანობაზე.

ხიზაბავრელი  თერეზინა

სოფელში იყო სტამბა, იყო ორი სასწავლებელი და იდგა მეცხრამეტე საუკუნის 30–იანი წლები.

ამ პერიოდში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბრაში, უკვე არსებობდა საშინაო – საოჯახო სკოლა, რომელსაც სოფლის მკვიდრი, თერეზინა ხუციშვილი ხელმძღვანელობდა.

თერეზინა გახლდათ ქართველი კათოლიკე მღვდელის „მესხ ჰუტენბერგად“ წოდებული – იოსებ ხუციშვილის და.

სწორედ, და–ძმა ხუციშვილების სახლში იყო გახსნილი სასწავლებელიც: „სავაჟებო“ და „საქალებო“.

„საქალებო“ სასწავლებელში გოგონების განათლებას თერეზინა ხუციშვილი უძღვებოდა. „სავაჟებოს“ კი იოსებ ხუციშვილი.

1836 წელს სოფელ ხიზაბავრაში უკვე დაარსებული იყო იოსებ ხუციშვილის მიერ სტამბა. სასტამბო საქმიანობაში და წიგნების გაფორმებაში იოსებს და, თერეზინა ეხმარებოდა. თერეზინა ხატავდა წიგნებში თავისუფლად დატოვებულ ფურცლებს და აფორმებდა ე.წ. არშიებით.

ხიზაბავრის სტამბაში დაბეჭდილ წიგნებს იყენებდა თერეზინა ხუციშვილი სკოლაში. ის გოგონებს წერა–კითხვას, ლოცვებსა და ხელსაქმეს ასწავლიდა.

„საქალებო“ სასწავლებელში მხოლოდ ხიზაბავრაში მცხოვრები ქალები დადიოდნენ, რადგან იმ პერიოდში ხიზაბავრა საკმაოდ დიდი სოფელი იყო“, – გვითხრა ისტორიკოსმა, ნატო ყრუაშვილმა.

თერეზინა ხუციშვილის ცხოვრების შესახებ მხოლოდ ეს მწირე ინფორმაცია მოიპოვება.

„სასტამბო და სასკოლო საქმიანობის გარდა მასზე მეტი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ არ ყოფილა დაოჯახებული. არ მოგვეპოვება არც მისი მისი ფოტო, არც დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი არაა ცნობილი. არც ადგილი თუ სადაა დასაფლავებული“, – ამბობს ნატო ყრუაშვილი.

სოფელ ხიზაბავრაში მოსახლეობამ თერეზინა ხუციშვილის შესახებ არაფერი იცის – ვერაფერს გეტყვით, ალბათ მოხუცებს ეცოდინებოდათ, ამბობენ ისინი დანანებით.

ხიზაბავრაში მცხოვრები, ასმათ ხაზალაშვილი ამბობს, რომ თერეზინა ხუციშვილის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ბებიისგან გადმოცემით ახსოვს რომ მაშინდელ საშინაო სკოლას „ლიპუნტების სკოლას“ ეძახდნენ.

„ვერ გეტყვით რას ნიშნავს ლიპუნტების სკოლა, ან რატომ ეძახდნენ, მეტი არაფერი ვიცი“, –ამბობს ის.

ვიცით, რომ გვყავდა მესხი განმანათლებელი ქალი, სადღაც 180 – 200 წლის წინ, რომელიც ხიზაბავრაში ცხოვრობდა, ეწეოდა კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობას და მისი სახელი და გვარი თერეზინა ხუციშვილი იყო.

ხიზაბავრელი  თერეზინა
"ხუციანთ" უბანი, სადაც სავარაუდოდ თერეზინა ცხოვრობდა

[გულო კოხოძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ხიზაბავრაში 55 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
ანას სკოლა
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება