FM97.5 / LIVE

'საინტერესო ესე შემხვდა' - ქართული ენის და ლიტერატურის მეორე სესია დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2019
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 255 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 249 მონაწილეობდა.

'საინტერესო ესე შემხვდა' - ქართული ენის და ლიტერატურის მეორე სესია დასრულდა

"ჩემთვის გამოცდამ კარგად ჩაიარა, საათსა და 15 წუთში ყველა საკითხს მოვრჩი. საინტერესო ესე შემხვდა - "არსებობს მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგის დამცირება საკუთარი უძლურობის მაჩვენებელია". ჩემი მოსაზრებებით დავეთანხმე", - გვითხრა ნარინე ოგანესიანმა, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტში ეკოლოგიის შესწავლას გეგმავს.

"გამოცდის ჩასაბარებლად ასპინძიდან ჩამოვედი. საკითხები, რომელიც არ გამივლია, არ შემხვედრია, გამოცდით კმაყოფილი ვარ", - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა გიორგი ლოლაძემ.

მეორე სესიაზე გამოცდისთვის რეგისტრაცია, საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში, 14:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი – 15:00 საათზე. გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთია.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის უფროსის, გელა ინასარიძის განმარტებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის მესამე და მეოთხე სესიებით გაგრძელდება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
'რთული არ იყო' -  პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები