FM97.5 / LIVE

უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]

მთავარიეკონომიკა 16.05.2016
ასპინძაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და რიტუალების სახლების კეთილმოწყობას მოხმარდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 29 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 274.795 ლარი დაიხარჯება.

23 სოფლიდან 9–ში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებენ, 7 სოფელში კი რიტუალების სახლის რეაბილიტაციის დასრულება და ინვენტარით აღჭურვა იგეგმება. 3 სოფელში მოეწყობა გარე განათება, ამდენივე სოფელში მოწესრიგდება შიდა გზები. სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია იგეგმება 4 სოფელში, თითო პროექტი განხორციელდება სოფლის მთავარი ქუჩის საერთო ღობის, სარწყავი არხის და სოფლის კლუბის რეაბილიტაციისთვის.

იხილეთ შერჩეული პროექტების თანაფარდობა და პროექტებზე ჯამურად დასახარჯი თანხების ოდენობა:



იხილეთ ინფორმაცია, რომელ სოფელში რა კეთდება და რა თანხა იხარჯება:

ივერია – სარწყავი არხის მოწყობა, 11 802 ლარი;
ოთა – რიტუალების სახლის სახურავის რეაბილიტაცია ,11 156 ლარი;
იდუმალა – გარე განათების მოწყობა, 6 000 ლარი;
იდუმალა – სანიაღვრე არხის მოწყობა, 4 738 ლარი;
ოშორა – სანიაღვრე არხისრეაბილიტაცია (დასრულება), 10 000 ლარი;
ოშორა – რიტუალების სახლისათვისსამზარეულოს მოწყობა, 8 146ლარი;
რუსთავი – სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და მილსადენის რეაბილიტაცია, 10 094ლარი;
რუსთავი – რიტუალების სახლის რეაბილიტაცია (დასრულება), 6 000 ლარი;
დამალა – სოფლის შიდა გზების მოწყობა ბეტონით, 30 000 ლარი;
დამალა – სასმელი წყლის ავზის შეკეთება, 3 841 ლარი;
ტოლოში – სოფლის კლუბის რეაბილიტაცია 16 303, ლარი;
აწყვიტა – სასმელი წყლის რეაბილიტაცია,,ქვაცხელიაში", 13 000 ლარი;
აწყვიტა – რიტუალების სახლის აღჭურვა(მაცივრის შეძენა), 3 816 ლარი;
ხერთვისი – გარე განათების მოწყობა, 1 857 ლარი;
ხერთვისი – რიტუალების სახლისათვის საპირფარეშოს მოწყობა, 5 000 ლარი;
ხერთვისი – სასმელი წყლის რეაბილიტაცია, 2 000 ლარი;
გელსუნდა – სოფლის მთვარი ქუჩის საერთო ღობის გაკეთება, 5 197 ლარი;
სარო, ნიჯგორი, ნაქალაქევი, თმოგვი, ფია – ე .წ. თოლერთაში და ზედა თმოგვში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა(გაგრძელება), 49 624 ლარი;
ხიზაბავრა – რიტუალების სახლის რეაბილიტაცია (სახურავის მოწყობა), 19 343 ლარი;
თოკი – სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, 4 000 ლარი;
თოკი – სასმელი წყლის სათავე ნაგებობის შეკეთება, 855 ლარი;
ვარგავი – სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, 5007 ლარი;
მირაშხანი – გარე განათების მოწყობა, 11 023 ლარი;
ძველი – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა-განაწილება ,12 125 ლარი;
ჭობარეთი – სასმელი წყლის რეზერვუარის გაკეთება და გამანაწილებლის მოწყობა, 10 529 ლარი;
ორგორა – სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მოწყობა, 4 000 ლარი ;
ორგორა – რიტუალების სახლის მოწყობა- აღჭურვა, 2 299 ლარი;
საყუდაბელი – სანიაღვრე არხების მოწყობა, 6 000 ლარი;
საყუდაბელი – ძველი სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცია, 1 040 ლარი ;

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
გზა და წყალი – ადიგენის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა
ადიგენში 9 სოფელმა პრიორიტეტი შეცვალა
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება