FM97.5 / LIVE

‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
გია ჯვარიძე ასპინძის სოფელ ჭობარეთიდანაა. თანასოფლელებთან ერთად, 1992 წელს აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა. 1997 წლიდან, შავ ზღვაში, საქართველოს საზღვაო სივრცეს იცავს.

‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური
ფოტოზე მარცხნიდან პირველი გია ჯვარიძე

„ისე მოხდა, რომ, აფხაზეთის ომის დროს, მოხალისეებად არ მიგვიღეს. მერე გავიგეთ, სასაზღვრო ჯარი იქმნება და თუ გინდათ, ჩაეწერეთო. ჩვენ ვუთხარით, სამშობლოს სამსახურისთვის ჩამოვედით და სადაც გინდათ, იქ წავალთო. ასე აღმოვჩნდით სანაპირო დაცვაში“.

გია უკვე 30 წელია, რაც ფოთში ცხოვრობს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, პროფესიით ხომალდისა და კატარღის მექანიკოსია.

იხსენებს, რომ ახალშექმნილ სანაპირო დაცვაში, 1997 წელს, სულ თხუთმეტნი იყვნენ, მათ შორის – სამი სამცხე-ჯავახეთიდან: „ჩემთან ერთად ტარიელ ქიმერიძე და ვახტანგ მურვანიძე იყვნენ, წლების შემდეგ კი მამუკა პარუნაშვილი და ტარიელ ჯვარიძე შემოგვიერთდნენ. სამსახური მაშინ იქმნებოდა და ჩვენ ვიყავით პირველი მეზღვაურები, რომლებმაც ჩამოვაყალიბეთ სანაპირო დაცვა. დღესდღეობით კი, სამცხე-ჯავახეთიდან მარტო მე დავრჩი.“

1997 წელს უკრაინაში წავიდა სასწავლო ვიზიტით. კურსის დასრულების შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საპატრულო კატარღა გადასცეს: „ამის შემდეგ პროფესიული კურსები გერმანიაშიც გავიარეთ, სამშობლოში კი მათ მიერ ნაჩუქარი გემით, სახელად „აიეტით“, დავბრუნდით. ეს გემი რუსებმა 2008 წელს დაბომბეს“.

მეზღვაური იხსენებს, რომ მაშინ ფოთში რუსებმა არაერთი გემი გაანადგურეს. გიას თქმით, შავ ზღვაში „პირატები“ არ არიან, „მაგრამ ძალიან ბევრი კონტრაბანდისტია. სოხუმში შემსვლელი ნებისმიერი გემი კანონდამრღვევია, რადგან ამ გემებმა საქართველოს იურისდიქციით უნდა გაიაროს საბაჟო და ისე უნდა შევიდეს, ამიტომ გვიწევს მათი დაკავება“.

მის პროფესიაში ბევრი რამ გასაიდუმლოებულია, თუმცა თავის საქმიანობის სირთულის შესახებ მაინც გვიყვება: „ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ზღვის კონტროლია, დამნაშავეების დაჭერა, კატარღების დაკავება და ჩვენი საზღვრის დაცვა, ამასთანავე – სამაშველო ფუნქციებსაც ვასრულებთ. ყველაზე რთულია, როცა იცი, რომ დამრღვევმა შეიძლება ცეცხლი გაგიხსნას – ეს ყოველთვის მოსალოდნელია,“, - გვიყვება ხომალდის და კატარღის ელექტრო-მექანიკოსი.

როგორც ამბობს, თავიდან ზღვა არ ყვარებია: „ეს მერე მოხდა, ზღვას თანდათან მივეჩვიე, შიშის გრძნობა გამიქრა, შევეჩვიე შტორმს და ქარიშხალსაც, ზღვა სულ იქით-იქით, სიღრმისკენ გეძახის. ამ პროცესის, ამ ჩართულობის ნაწილი გავხდი და ახლა ყველაფერზე მეტად მიყვარს ეს საქმე“.

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად, 25 ივნისი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს.

‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური

[ავთო ინასარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ახალი უფროსი წარადგინა
ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან
ერთი გოგონა და სამი ქალი – მოგონებები აფხაზეთზე
26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
ბორჯომში სკოლის ეზო და სანაპირო სკვერები გაამწვანეს
ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება ®