FM97.5 / LIVE

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.04.2017
შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა, მაშველებმა 5 მათგანი გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა.

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
ფოტო: © unesdenizcilik.com

პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“, შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან, სავარაუდოდ, შტორმის შედეგად, ჩაიძირა. ამ დროისათვის ქერჩის სრუტესთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ მიქელაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება: "საქართველოს მოქალაქე არის ეკიპაჟის ერთი წევრი, მაგრამ დასაზუსტებელია დეტალები მასთან დაკავშირებით".

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს სახელწოდებით “გეროი არსენალა” რუსეთის, აზოვის პორტიდან თურქეთის მიმართულებით მარცვლეული გადაჰქონდა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებს უამინდობა ართულებს, ზღვაზე 4–ბალიანი შტორმია, ქარის სჩქარე კი წამში 20 მეტრს აღწევს. ადგილზე 140 მაშველი მუშაობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში მინისტრები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ
რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა - უკრაინის საზღვაო ძალები
8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლია–ეზუგბაია
ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება ®
შსს:  ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
ახალციხელი ახალგაზრდა მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს
‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური