FM97.5 / LIVE

26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2018
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. ომში დაღუპული გმირების მემორიალი ახალციხეში, დღეს, 14 აგვისტოს, ყვავილებით შეამკეს.

26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

აფხაზეთის ომში დაჭრილ ზაზა ხრიკაძეს, რომელიც ახალციხეში, სოფელ წინუბანში ცხოვრობს, მრავალწლიანი მკურნალობის და რეაბილიტაციის მიუხედავად გადაადგილება ისევ უჭირს: „19 წლის ვიყავი ომში რომ წავედი, ჯარში ვმსახურობდი. ეშერაში დავიჭერი, უკანდახევის დროს თავში სნაიპერის ტყვია მომხვდა. ბევრი გარდაიცვალა მაშინ ჩემს გვერდით“.

ახალციხეში, დაღუპულთა მემორიალთან ომის მონაწილეებმა, თვითმმარათველობის, დეპუტატის ბიუროსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ომის მონაწილეებმა კი სოხუმში ბრძოლის დღეები გაიხსენეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში როგორც ექიმი ისე წავიდა, თუმცა პროფესიით მუშაობა ვერ შეძლო, პირველ ხაზზე იბრძოდა და მანქანით დაჭრილები გამოჰყავდა: „24 წლის ვიყავი. თბილისში ვცხოვრობდი და სასწრაფოს ექიმად ვმუშაობდი. როცა გაგრა და ლესელიძე დაეცა მაშინ გადავიწყვიტე ომში წასვლა. მაშინ დაიძრა ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა. გვარდიის სამმართველოში ჩავირიცხე, 1993 წლის პირველი თებერვალი იყო. 31 მარტს დავიჭერი მძიმედ, ხუთი დღე ვიწექი ჰოსპიტალში და მერე თბილისში. სოხუმის დაცემის დროსაც ბრძოლის ხაზზე ვიყავი“.

ფეიქრიშვილმა აგვისტოს ომიც გაიხსენა. მისი თქმით, ქვეყანა 26 წლის წინ უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს: „1 წელი და 1 თვე ვერ აიღეს სოხუმი. ამოუწურავი რესურსი იყო, პატრიოტიზმიც საკმაოდ იყო და ბოძოლისუნარიანობაც. 2008 წლის აგვსოტოს ომში 3 დღეზე მეტი ვეღარ გაძლო ჯარმა. 2008 წელიც შეცომა იყო, იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა გვეომა, ისეთი ვითარება შექმნეს რუსებმა, რომ ომში უნდა ჩავრთულიყავით, სხვა გაზა არ იყო მართლაც, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ამისთვის მზად, ზურგი არ გვქონდა გამაგრებული. რეზერვი უნდა გყავდეს, მომარაგებული უნდა გქონდეს ყველაფერი“.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1992–1993 წლებში ომში სამცხე–ჯავახეთიდან 800–ზე მეტი ადამიანი წავიდა. 16 მებრძოლი დაიღუპა მათ შორის: 4 ადიგენის, 8 ახალციხის, 2–2 კი ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან იყო. აფხაზეთის ომში რეგიონიდან 14 ჯარისკაცი დაიჭრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ“, პირველად ცეცხლი 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონში გაუხსნა. ამას აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 000 ადამიანი დაიღუპა, 300 000 კი დევნილად იქცა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა
28 წელი აფხაზეთის ომიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა