FM97.5 / LIVE

პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.09.2017
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა, შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს. განალხებულ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება ოქტომბერში იგეგმება.

პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლას მეექვსე საჯარო სკოლის შენობაში, უფროსი კლასები კი მესამე საჯარო სკოლაში დაიწყებენ. თუმცა, პირველკლასელების საზეიმო მიღება, 15 სექტემბერს, 14:00 საათზე, მესამე საჯარო სკოლაში გაიმართება.

„ბუკებსაც მესამე სკოლაში გადავცემთ პირველკლასელებს და შემდეგ დაბრუნდებიან მეექვსეში“, – ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

მისი თქმით, სხვა სკოლებში სწავლა დაახლოებით 20 დღე მოუხდებათ. გოგოლაური ფიქრობს, რომ 10 ოქტომბრიდან განახლებულ შენობაში გადავლენ: „მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ 5 ოქტომბრისთვის ჩაგვაბარებენ შენობას და მანამდე სამ ცვლაში იმუშავებენ. ვიდრე რემონტი ბოლომდე დასრულდება, იმ კლასებში, სადაც ყველა სამუშაო შესრულებული იქნება, ინვენტარს ნელ–ნელა შევიტანთ“.

დირექტორი ამბობს, რომ პირველი საჯარო სკოლა ოქტომბრიდან ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

„სამი ტრაილერი გვაქვს დასაცლელი, ქიმია–ბიოლოგია–ფიზიკის ლაბორატორიები ჩამოგვივიდა, გარდა ამისა ჩამოსასვლელია კომპიუტერები, ვაი–ფაის მოდემები და ა.შ. მშბოლებიც გვიკავშირდებიან და დახმარებას გვთავაზობენ, ოღონდ სწავლა განაახლეთ და ინვენტარის შეტანაში დაგეხმარებითო“, – ამბობს გოგოლაური.

მისი თქმით, საიმისოდ, რომ ახალგარემონტებულ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდეს, 10 ოქტომბრისთვის შენობა მზად იქნება: „დირექტორის კაბინეტში თუ ვერ მოესწრება კარადების აწყობა, ეს სასწავლო პროცესს ბუნებრივია ხელს არ შეუშლის. დანარჩენის აწყობას კი ალბათ ხუთ დღეში დავასრულებთ“.

რაც შეეხება ეზოს, ამ დროისთვის მისი სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. მიზეზი ისაა, რომ სკოლის მშენებლობის პროცესი დროში ძალიან გაიწელა. ამიტომ, როგროც გოგოლაური აცხადებს, სასწავლო პროცესის დაწყებამდე სკოლაში ეზო უბრალოდ მოსწორდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ორი წელია სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული. სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
სწავლა სხვის სკოლაში
ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა
ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება