FM97.5 / LIVE

პოლონელი სპეციალისტები შშმ პირთა საჭიროებების საკითხებზე ტრენინგებს ატარებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2017
დღეს, 29 ივნისს ახალციხეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელის წინაშეც შშმ პირის მშობლები დგანან.

პოლონელი სპეციალისტები შშმ პირთა საჭიროებების საკითხებზე  ტრენინგებს ატარებენ
პოლონელი სპეციალისტები „ტალითა კუმი“-ს სარეაბილიტაციო ცენტრში ტრენინგს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ შშმ პირთა ოჯახის წევრებისთვის ატარებენ.

„ვცდილიბთ მივაღწიოთ იმას, რომ შშმ პირი განიხილებოდეს, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“,– ამბობს პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტი, ფსიქო თერაპევტი, ტრენერი და სოციო თერაპევტი კამილა მაჩიეევსკა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებთან გამკლავება შშმ პირთა ოჯახის წევრებს უწევთ.

„შეზღუდული შესაძლებლობა ხშირად განიხილება მხოლოდ ნეგატიური კუთხით. გვსურდა ეს საკითხი მშობლებისთვის პოზოტიური კუთხითაც გვეჩვენებინა“, – ამბობს კამილა მაჩიეევსკა.

დღევანდელი შეხვედრა პროექტის „ბედნიერები ერთად“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ავადმყოფთა სასულიერო პირთა ორდენის კამილიელების ფილიალი საქართველოში, პოლონეთის ქ. ოპოლეში მოღვაწე ფონდი „საოჯახო დახმარების სახლი, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს.

მსგავსი სახის შეხვედრების პირველი ნაწილი უკვე გაიმართა არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის.

მიმდინარე პროექტი არის წინა პროექტის გაგრძელება, რომელიც 2015 წელს განხორციელდა, რომლის შედეგად თბილისსა და ახალციხეში ჩამოყალიბდა მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

პოლონელი სპეციალისტები შშმ პირთა საჭიროებების საკითხებზე  ტრენინგებს ატარებენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირებთან მომუშავე სპეციალისტები  პოლონეთში გადამზადებას გაივლიან
‘ბედნიერები ერთად’ – ტრენინგების მესამე ეტაპი იწყება
ახალციხეში შშმ პირთა მშობლები და სპეციალისტები გადამზადდებიან
შშმ პირთა  ცენტრების პედაგოგებისათვის შეხვედრები მიმდინარეობს
შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]
ახალციხეში შშმ ბავშვების რეაბილიტაცია–აბილიტაციის პროგრამა იწყება
‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]