FM97.5 / LIVE

აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2018
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აწყურის ხელოვნურ ტყეში ფიჭვის ხეებს ქერქიჭამია, ან ლაფანჭამია ახმობს.

აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ
ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა–აღდგენის სამმართველოს თანამშრომლებმა აწყურის ხელოვნურ ტყეში არსებული მდგომარეობა გუშინ, 13 მაისს შეისწავლეს.

„წვერხმელობა გამოწვეულია მავნებლებით. ეს შეიძლება იყოს ქერქიჭამია, ან დიდი და მცირე მებაღე, ანუ ლაფანჭამია, ასე გამოიყურება ტყე, როცა ისინი ხეებს აზიანებენ. შესაძლოა, იქ კიდევ სხვა მავნებლებიც იყვნენ, ამიტომ ჯერ დეტალურად უნდა შევისწავლოთ“, – ამბობს ტყის მოვლა–აღდგენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გიორგი მამადაშვილი და ამატებს, რომ ამას დიდი დრო არ დასჭირდება, თუმცა თითოეულ ხის შესწავლა ცალ–ცალკეა საჭირო, – „გავარკვევთ რამდენად აქვს ხეს საშუალება თავი გადაირჩინოს, თუ ამის რესურსი არ გამოჩნდება ზეხმელები სანიტარული მეთოდებით მოიჭრება“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აწყურის ტყეში ფიჭვების ხმობის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყვეს.

„სამცხე–ჯავახეთის სხვა ტერიტორიებიდან შემოდის–ხოლმე შეტყიბინება. რაც გუშინ აწყურში ვნახეთ, მიკვრის, რომ აქამდე ამის შესახებ არ გვაცნობეს“, – ამბობს მამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აწყურის ხელოვნურ ტყეში, რომელიც დაახლოებით 60 წლის წინ გაშენდა, ხეები ხმება. ადგილობრიები ამბობენ, რომ გამხმარი ხეების რაოდენობამ წელს განსაკუთრებით იმატა.

საქართველოში დიდი ლაფნიჭამია, რომელიც ხის ლაფანზე იზრდება. მასობრივად გავრცელდა 50-70-იან წლებში. ის პირველად ბორჯომში ე.წ. ხემომწვარას ნაძვნარებში გამოჩნდა. კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ლაფნიჭამია 1956 წელს ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ციმბირიდან შემოზიდულ ფიჭვის გაუქერქავ მორებს შემოჰყვა. ლაფნიჭამია თანდათან საქართველოს რეგიონებს მოედო და ნაძვები მასობრივად გაახმო.

წიწვოვნებისთვის ქერქიჭამიებიდან ყველაზე საშიში ე.წ. მბეჭდავი ქერქიჭამიაა. ქერქიჭამიას ერთ-ერთი სახეობა მარტო კენწეროზე მრავლდება და მას კენწეროს ქერქიჭამიას უწოდებენ. ხეს იცავს გახევებული კანი - ქერქი, შემდეგ მოდის ლაფანი - რბილობი, რითაც ხეში საკვები ნივთიერება ფესვებიდან წვერომდე გადაადგილდება. როგორც კი მავნებელი ლაფანს დააზიანებს, შეჭამს, საკვების მოძრაობა შეწყდება და ხე წვეროდან იწყებს ხმობას.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის ტყეში ხეები ხმება
მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ  – რა წერია დასკვნაში
წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება
ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება
სოფელ წინუბნის ტყეში მავნებლის გამო ხეები ხმება
სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს