FM97.5 / LIVE

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მთავარისიახლე, არჩევნები 09.06.2019
მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
31-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე, დროულად გაიხსნა. ჯამში, აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 19 მაისის არჩევნებისთვის გაიხსნა.

არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: N13 შალვა შავგულიძე და N41 ვლადიმერ კახაძე.

არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.

19 მაისს, შუალედური არჩევნები მთაწმინიდის ოლქის გარდა, ქვეყნის სხვა საარჩევნო ოლქებშიც ჩატარდა, მათ შორის N38 ადიგენის საარჩევნო ოლქის, N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატი აირჩიეს. არჩევნებში ხმათა უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატმა გენადი ბოლქვაძემ მიიღო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის  საოლქომ  საკრებულოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა ხმების  80.57 %  მიიღო
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა