FM97.5 / LIVE

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომელებს შეხვდა [Video]

მთავარიპოლიტიკა 06.09.2013
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტებთან ერთად, დღეს ბორჯომელ ამომრჩეველს შეხვდა. მის შესახვედრად ბორჯომში მოსახლეობა ახლომდებარე სოფლებიდან შეიკრიბა.

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომელებს შეხვდა [Video]
კურორტის ცენტრში პრეზიდენტის დასახვედრად შეკრებილ ადგილობრივებს გიორგი მარგველაშვილმა გასული საპარლამენტო არჩევნები გაახსენა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებს უფასო მომსახურებებიც შეახსენა.

„ერთი საფიქრალი აქვს თანამდროვე ქართულ მთავრობას, როგორმე ნელ-ნელა მისცეს შესაძლებლობა ქართულ ოჯახს, რომ წელში გაიმართოს. ეს იწყება იმით, რომ დაიწყო უფასო მშობიარობის პროგრამა და უკვე 6000 ოჯახში გაჩნდა ბავშვი. ასევე ოჯახის მომსახურების ნაწილია, როდესაც საბავშვო ბაღები გახდება უფასო. ამავე ოჯახებისთვის არის კარგი, რომ მათ შვილებს 16 სექტემბერს უფასო წიგნები დახვდებათ, იმიტომ რომ იმ ფულს, რასაც აქამდე წიგნების ყიდვაში ხარჯავდნენ, თავიანთ შვილებს და ოჯახებს მოახმარენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.



„გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად დაგვრჩა რამდენიმე თვე. 27 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ საბოლოოდ გავიმარჯვოთ იმ რეჟიმზე, რომელმაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ქვეყნის მოსახლოება“, - მიმართა ბორჯომელებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

27 ოტომბრისთვის მხარდაჭერა სთხოვა ბორჯომელებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც.

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომელებს შეხვდა [Video]

საპრეზიდენტო კანდიდატს ბორჯომის ცენტრში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეხვდა.

„ჭობისხევში ვცხოვრობთ, „მარშუტკებმა“ უფასოდ ჩამოგვიყვანეს და აქედანაც წაყვანას დაგვპირდნენ“,-ამბობს სოფელ ჭობისხევში მცხოვრები ლია ქოზაშვილი.

ცენტრალური მოედანთან, სადაც ადგილობრივები პრეზიდენტობის კანდიდატს ხვდებოდნენ, მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ მოსახლოებას მიკროავტობუსები ნამდვილად ელოდნენ. კითხვაზე, ვის მიერ იყვნენ დაქირავებული და რატომ არ ახდევინებდნენ მგზავრებს მგზავრობის ღირებულებას, მძღოლების ნაწილი პასუხისგან თავს იკავებდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ მათ თავიანთი სურვილით და საწვავით გადაწყვიტეს მოსახლეობის ჩამოყვანა.

„ჩემი ნებით წამოვიყვანე მოსახლეობა. გზის ფული არავის მოუცია, ალბათ თვითონ მგზავრები გადაიხდიან“, - გვითხრა მიკროავტობუსის მძღოლმა კობა გელაშვილმა.

ბორჯომის ცენტრიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა ცენტრალურ პარკში გადაინაცვლა. ადგილობრივები მარგველაშვილს პირად პრობლემებზე ესაუბრნენ.

„ცენტრალური პარკის შესასვლელში, 9 აპრილის ქუჩაზე, #44-ში ვცხოვრობთ 6 ოჯახი, შენობას სახურავი და კედლები დაზიანებული აქვს და წყალი ჩამოგვდის. ყველა შენობა გაკეთდა ბორჯომში და ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქვცევს. ვთხოვეთ, რომ დაგვეხმაროს და გაგვირემონტოს“, - ამბობს 9 აპრილის ქუჩის მცხოვრები ნანა ხაჩიძე.

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს პირველად იყო.

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომელებს შეხვდა [Video]

[თინათინ ზაზაძე,ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)
დღის კითხვა: რამდენად გაუმართლა მოლოდინი ბორჯომელებს ხელისუფლების შეცვლამ [Video]
მარგველაშვილმა ასპინძაში რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა
მარგველაშვილის დაპირებები ამომრჩევლებს (R)
მარგველაშვილმა მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა
მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენ
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამცხე-ჯავახეთში