FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს

მთავარი 05.09.2013
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თეატრის ყოფილი მმართველის ლია სულუაშვილის კანდიდატურის წარდგენის გამო, თეატრის დასი კულტურის სამინისტროს ღია წერილს უგზავნის, რომელშიც ნათქვამია, რომ დასის 19 წევრიდან, 16 სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე რეჟისორ თამაზ იმნაძეს უჭერს მხარს. დასი სამინისტროს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს

მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს
"ბატონო მინისტრო, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების თითქმის ყველა ბერკეტი ამოვწურეთ და დროც აღარ ითმენს, ჩვენი უფლებების დაცვის ერთადერთ იმედად, თქვენდამი მომართვის საჯარო ფორმას ვარჩევთ.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი უფლებები ჯერ კიდევ მაშინ დაირღვა, როდესაც სახელმწიფო თეატრებისთვის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო დაკომპლექტდა არა თეატრის დასთან შეთანხმებით (როგორც ამას კანონი ითვალიწინებდა), არამედ უშუალოდ თეატრის მმართველის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

თეატრის დასმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ რეჟისორ თამაზ იმნაძეს და დასის 19 წევრიდან 16-მა წარვადგინეთ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად (აქვე აღვნიშნავთ, რომ დარჩენილი 3 მსახიობიდან ერთი - მმართველის ოჯახის წევრია, მეორე - თეატრიდან სხვა სამსახურში გადასული ჟურნალისტი, ხოლო მესამემ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა), მაგრამ სარეკომენდაციო საბჭომ არ გაითვალისწინა ჩვენი სურვილი და რეკომენდაცია გაუწია მეორე კანდიდატს - თეატრის ყოფილ მმართველს, ქალბატონ ლია სულუაშვილს, რომელმაც თეატრში მრავალწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, 5 ხმაც კი ვერ მოაგროვა და სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატად თეატრალური უნივერსიტეტიდან წარსდგა, რომელიც დამთავრებულიც კი არ აქვს (სამწუხაროდ, მას არც სხვა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის დიპლომი გააჩნია). სარეკომენდაციო საბჭომ არჩევანი ისტორიაზე - ლია სულუაშვილის წარსულ სამსახიობო დამსახურებაზე გააკეთა და არა რეალობაზე - თეატრის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ცვლილებების გატარების აუცილებლობასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც მესხეთის თეატრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრსაქვე გაცნობებთ, რომ სარეკომენდაციო საბჭოს მიერ ახალციხის საკრებულოსა და გამგეობაში განსახილველად გამოგზავნილ ლია სულუაშვილის კანდიდატურაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თეატრის დასის აზრის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობა ვერ აიღო და საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად ისევ კულტურის სამინისტროს გადმოუგზავნა. სხვათაშორის, მესხეთის თეატრი, რეგიონების სხვა თეატრებისგან განსხვავებით, ერთადერთია, რომელიც არა ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ უშუალოდ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტზეა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებაც მას ეკუთვნის.

ბატონო მინისტრო, გვინდა გაცნობოთ, რომ სარეკომენდაციო საბჭოს წევრებისა და სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატ, მსახიობ ლია სულუაშვილისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი შეხედულებები თეატრის განვითარებასა და პერსპექტივებზე, მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ მასთან, სამხატვრო ხელმძღვანლის რანგში, მუშაობას ვერ მოვახერხებთ.

მესხეთის თეატრის მსახიობები იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ, ჩვენი აზრის გათვალისწინებით, სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ამით ახალციხის თეატრალური პროცესების მსვლელობას სწორ მიმართულებას მისცემთ", - ნათქვამია წერილში.

"სამხრეთის კარიბჭე" თემაზე მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.

მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული თეატრის ენციკლოპედია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის თემას ეხმაურება
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება
სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა
მესხეთში მცხოვრებთა ღია წერილი კულტურის მინისტრს
მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა
ახალციხის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევენ
ახალციხეში თეატრების ხელმძღვანელები შეირჩა