FM97.5 / LIVE

მესხეთში მცხოვრებთა ღია წერილი კულტურის მინისტრს

მთავარი 07.09.2013
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თეატრის ყოფილი მმართველის ლია სულუაშვილის კანდიდატურის წარდგენის გამო ატეხილ აჟიოტაჟს თეატრის მაყურებლები ეხმაურებიან.

მესხეთში მცხოვრებთა ღია წერილი კულტურის მინისტრს
საქართველოს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას სახელზე მესხეთის საზოგადოების სახელით გაგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო გურამ!
მესხეთის საზოგადოების სახელით უპირველეს ყოვლისა გვინდა მადლიერება გამოვხატოთ კულტურის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი კომისიის მიმართ, რომელმაც ღირსეული და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად აირჩია ქალბატონი ლია სულუაშვილი. ამ გადაწყვეტილებით კომისიამ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე როდი შეაჩერა არჩევანი.

ქალბატონი ლია სულუაშვილის არჩევა პროფესიონალიზმის პატივისცემაა, ღირსეულად გავლილი ცხოვრების გზის დაფასებაა. მესხეთის სახელმწიფო თეატრის, შესაბამისად, მესხეთის საზოგადოებისადმი ამ ქალბატონის დამსახურების სრული ჩამონათვალი იმდენად გრძელია, რომ მხოლოდ უმთავრესზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაღალი სამსახიობო და რეჟისორული ოსტატობის გარდა, ქალბატონი ლია სულუაშვილის სწორად გააზრებულმა და შერჩეულმა მმართველობის ფორმამ გადაარჩინა მესხეთის სახელმწიფო თეატრი დახურვას. მისი, როგორც საუკეთესო მენეჯერის დამსახურებაა, რომ მიზერული დაფინანსების პირობებშიც კი არ მოჰკლებია მესხეთის თეატრის სცენას წარმოდგენები, რეგიონული მნიშვნელობის ფესტივალები და ღონისძიებები (ლია სულუაშვილს გავლილი აქვს ხელოვნების მენეჯმენტის სრული კურსი ამერიკაში, საქართველოს არაერთმა თეატრმა გაიზიარა მისი წარმატებული მართვის გამოცდილება).
ქალბატონი ლია სულუაშვილის წარმატების მთავარი საიდუმლო მისი სიახლისამი სწრაფვასა და ამ სიახლის მუდმივ ძიებაშია. ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგებით, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი წლის განმავლობაში წარმატებული სპექტაკლების რაოდენობით რეგიონის მასშტაბით ლიდერია.

აქვე ვალდებულად ვთვლით, გამოვეხმაუროთ ქალბატონი ლია სულუაშვილის არჩევასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს, რომელსაც შეცდომით, (სამწუხაროდ, მიზანმიმართულად) მიეცა ინტერპრეტაცია, თითქოს ეს მესხეთის სახელმწიფო თეატრის დასის უმრავლესობის მოსაზრებაა. ლია სულუაშვილის არჩევით უკმაყოფილო ადამიანების ერთი ნაწილი (ბატონი თამაზ იმნაძის მეგობრები) მხოლოდ ერთი წლის წინ ჩამოვიდა მესხეთში. საზოგადოებისთვის სრულიად უცნობნი არიან, შესაძლოა, დროის სიმცირის გამო, შესაძლოა იმიტომ, რომ მაყურებელს ჯერ არ უნახავს სცენაზე დასამახსოვრებელი პროდუქტი მათი მონაწილეობითა თუ ავტორობით.

მენეჯერულ უნარებზე, მართვის გამოცდილებაზე და ქალბატონ ლიასთან შედარებით რამე უპირეტესობაზე საუბარიც კი არ ღირს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ლია სულუაშვილის ხელმძღვანელობით მათ მიეცემათ საშუალება სურვილის შემთხვევაში თავი გააცნონ მაყურებელს. მათი ემოცია, უმეტესწილად ახალგაზრდობით გამოწვეული, მალე განელდება. (ჩვენ უნდა ვისწავლოთ კომისიის ობიექტური გადაწყვეტილებების პატივისცემა მაშინაც კი, როცა მას არ ვეთანხმებით. კომისიის გადაწყვეტილების შეცვლა იქცევა სხვა თეატრებისთვისაც პრეცენდენტად და გამოიწვევს დაუსრულებელ ქაოსს). თქვენდამი გამოგზავნილი ღია წერილის ხელმომწერთა მეორე ნაწილი კი ან შეცდომაშია შეყვანილი, ან თანამდებობის მოლოდინშია. სამწუხაროდ, ასეთია ქართული რეალობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ კომისიის სამართლიანი გადაწყვეტილების პარალელურად მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია:სწორედ ქალბატონი ლია სულუაშვილი სჭირდება დღეს მესხეთის სახელმწიფო თეატრს, თუ გვსურს, რომ თეატრმა არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა და ადგილი კულტურულ სივრცეში. ამ ქალბატონს ხელეწიფება ერთ გუნდად შეკრას თეატრალური დასი, მას აქვს სათქმელი მესხეთის თითოეულ მკვიდრთან, იცის და ესმის ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების ტკივილი.
ქალბატონი ლია სულუაშვილის არჩეულ თანამდებობაზე დარჩენა მესხეთის საზოგადოების ღირსების საკითხია. დადგება დრო, წლების შემდეგ ვარსკვლავის გახსნით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას მესხეთში მოღვაწე ღირსეული ქალბატონისადმი.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას კულტურის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი კომისიის მიმართ.

დარწმუნებულნი ვართ, კომისიის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ქალბატონი ლია სულუაშვილის ხელმძღანელობით მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საინტერესო შემოქმედებითი სიცოცხლე ელის.

პატივისცემით,
მესხეთის საზოგადოება,
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მაყურებელი" , - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თეატრის ყოფილი მმართველის ლია სულუაშვილის კანდიდატურის წარდგენის გამო, თეატრის დასმა კულტურის სამინისტროს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დასის 19 წევრიდან, 16 სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე რეჟისორ თამაზ იმნაძეს უჭერს მხარს. დასმა სამინისტროს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
ქართული თეატრის ენციკლოპედია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის თემას ეხმაურება
სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა
რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
მესხეთის თეატრში სეზონი იხურება