FM97.5 / LIVE

ახალციხის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2017
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსის წესით შეარჩევენ. შესაბამისი კონკურსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა.

ახალციხის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევენ

სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი, პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი, დღეს, 24 ივლისს გამოცხადდა.

ხელმძღვანელი პირები, კონკურსის წესით, სულ 23 დაწესებულებაში შეირჩევა. მათ რიცხვში მოხვდა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატარი და ახალციხის თოჯინების თეატრი. მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ამოეწურებათ.
მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას მესხეთი სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.

„ვნახოთ, ჯერ ვფიქრობ. ჯერ კიდევ თავს ვიკავებ, თვის ბოლოს მეცოდინება“, – განმარტავს იგი.

რაც შეეხება ახალციხის თოჯინების თეატრს, მისი დირექტორი რუსუდან სისაური ამბობს, რომ მათ ამჟამად მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის დატოვება სურთ და ამის შესახებ სამინისტროს აცნობეს კიდეც.

„გვაქვს უფლება, კოლექტივმა თავისი წინადადებით მიმართოს სამინისტროს, ამიტომ ჩვენ ისევ ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, ვახტანგ ქორიძე წარვადგინეთ. სხვა ვის აქვს სურვილი, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, შემდეგ გამოჩნდება“, – ამბობს რუსუდან სისაური.

სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ დღეს, 24 ივლისს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე უძღვებოდნენ.

მათი ინფორმაციით, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურებს მინისტრს დასამტკიცებლად „პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო“ წარუდგენს. საბჭოს შემადგენლობაში არიან: მანანა ანთაძე, თამარ ბოკუჩავა, დავით ბუხრიკიძე, ლელა ოჩიაური, ნინო ხურცილავა, ვასილ ჯანიკაშვილი.

სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევა მოხდება საბჭოს მიერ, კონკურსის წესით. საკონკურსო დოკუმენტაცია 2017 წლის 14 აგვისტოს 17:00 საათამდე მიიღება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

ახალციხის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თეატრების ხელმძღვანელები შეირჩა
ქართული თეატრის ენციკლოპედია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის თემას ეხმაურება
მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა
მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება
მესხეთის თეატრში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები იწყება
ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი