FM97.5 / LIVE

ახალციხეში თეატრების ხელმძღვანელები შეირჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2017
კულტურის სამინისტრომ მესხეთისა და თოჯინების თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები შეარჩია.

ახალციხეში თეატრების ხელმძღვანელები შეირჩა
მესხეთის დრამატულ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს კვლავ ლია სულუაშვილი დაიკავებს, ხოლო თოჯინებით თეატრს ვახტანგ ქორიძე უხელმძღვანელებს.

ლია სულუაშვილსაც და ვახტან ქორიძესაც სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი ოთხი წლის განმავლობაში ეკავათ, პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ ისინი კონკურსის შედეგად ისევ შეარჩია.

კანდიდატების ოთხწლიანი სამუსაო ვადის ათვლა დღეიდან, 5 სექტემბრიდან დაიწყო.

სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე ახალციხის თოჯინების თეატრში არაერთი აქტივობის განხროციელებას გეგმავს.

„დაიდგმება ახალი სპექტაკლები, ძველების კი განახლდება. მინდა ჩვენი თეატრი საბავშვო კულუტრული ცენტრი იყოს. იქნება სპეციალური კუთხე, სადაც პატარებს შეეძლებათ დახატონ. მოეწყობა საგამოფენო სივრცე, შთაბეჭდილებების წიგნი“, – ამბობს იგი.

15 სექტემბრიდან შეუდგება მუშაობას მესხეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი. იგი ამჟამად შვებულებაში იმყოფება.

„ოთხი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დასის გასტროლებზე წაყვანას ვგეგმავ. ასევე მოვიწვევთ უცხოელ რეჟისორებს. აქტიურად ჩავერთვებით ეროვნული დრამატურგიის ფესტივალში, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი მეც ვარ“, – ამბობს სულუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი, პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი, 24 ივლისს გამოცხადდა. ხელმძღვანელი პირები, კონკურსის წესით, სულ 23 დაწესებულებაში შეირჩა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევენ
ქართული თეატრის ენციკლოპედია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის თემას ეხმაურება
მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება
სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა
ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

მესხეთის თეატრში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები იწყება