FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს

მთავარისამართალი 29.08.2013
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის გამგებელს სიმონ პარუნაშვილს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი ნახევარი საათის წინ დასრულდა. სიმონ პარუნაშვილს ორი ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე და კარაპეტ კირაკოსიანი იცავდნენ.

პროკურორი რევაზ მამადაშვილი ბრალდებულისთვის გირაოს სახით 12 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა. მოსამართლე
გიორგი ლონდარიძემ მისი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამგებელს გირაოს სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სიმონ პარუნაშვილი არის უკანონო პატიმარი, რადგან ის სასამართლო განჩინების გარეშეა დაპატიმრებული. ადვოკატმა პარუნაშვილის სასამართლო პროცესიდან დაუყოვნებლივ, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.

ბრალდებულის ადვოკატის კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ასე სასწრაფოდ სიმონ პარუნაშვილის დაკავება, პროკურორმა განმარტა, რომ შესაძლოა ის მიმალულიყო და სასამართლოსთვის თავი აერიდებინა.

„პროკურორს არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რომ პარუნაშვილი მიიმალება. პარუნაშვილი მხოლოდ ამ მიზეზით არის დაკავებული“,-ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.

მისივე თქმით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, მართალია ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა 12 ათასის ნაცვლად 3 ათასი შეუფარდა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. იმედია ამ ქვეყანაში სადღაც მაინც იქნება კანონი“,- ამბობს ბარძიმაძე.

შეგახსენებთ,რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი 27 აგვისტოს დააკავეს. პარუნაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, იგი აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგებლის სასამართლო დღეს 10 წუთში დასრულდა
ახალციხის სასამართლოში ადიგენის გამგებლის პროცესი დაიწყო
რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
ახალციხის სასამართლოში ადიგენის გამგებლის პროცესი იწყება
ადიგენის გამგებელს ბრალი წაუყენეს
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება