FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტი ბოლო ადგილზეა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.07.2019
2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგების მიხედვით, წარმატებულ მუნიციპალიტეტებს შორის სამცხე-ჯავახეთიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა. 64 მუნიციპალიტეტს შორის ბოლო ადგილზე ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა და ადიგენია.

თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტი ბოლო ადგილზეა

რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შეფასება ახალციხის მუნიციპალიტეტმა მიიღო – 25%, ახალციხე 64 მუნიციპალიტეტს შორის 34–ე ადგილზეა. რეგიონული ცენტრის მერია 22%-ით, საკრებულო კი 31%-ით შეფასდა.

57 ადგილზე 11%-ით მოხვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

უკანასკნელ ოთხ პოციზიაზე კი სამცხე-ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დასახელდა. ესენია:

ადიგენის მუნიციპალიტეტი - 8%;

ასპინძის მუნიციპალიტეტი - 7%

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - 7%

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - 6%

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება სამი თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 100-მდე კრიტერიუმს აერთიანებს. ეს სამი ბლოკია - საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.
მსგავსი ინდექსაცია 2017 წელსაც მოხდა. მაშინ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შეფასება 15%-ს შეადგენდა. ბორჯომის 16%, უკანასკნელ პოზიციებზე კი ისევ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები, 8%-ით ნინოწმინდა და 5%-ით ასპინძა მოხვდნენ.

სამცხე-ჯავახეთის უარყოფითი მაჩვენებლების მიუხედავად, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში 2019 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებლები გაუმჯობესდა. 2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობა 19%-ს შეადგენდა, 2019 წელს 25%-აღწევს. ანგარიშვალდებულება კი 38%-დან 42%-მდე გაიზარდა.

მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე, კონსულტაციებისა ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?
ასპინძასა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება
ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®
სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223  ასაკით პენსიონერმა აიღო
ახალციხის საკრებულო და  სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის დაჯილდოვდა