FM97.5 / LIVE

რა საფრთხეებს შეიცავს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.05.2019
ეკოლოგები, სამცხე-ჯავახეთის მდინარეებზე დაგეგმილი და უკვე მოქმედი ჰესებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესები ისე შენდება, რომ გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელი შესწავლილი არ არის.

რა საფრთხეებს შეიცავს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა

ყოფილ ენერგეტიკის სამინისტროში სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, მდინარეებზე თერთმეტი სხვადასხვა სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიგეგმა. ეკოლოგების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სანამ უშუალოდ მშენებლობა დაიწყება, იქამდე გარემოზე მათი ზემოქმედების შესწავლა უნდა მოხდეს.

როგორც ისინი ამბობენ, საქართველოში ჰესები დადგენილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად არ შენდება, რის გამოც გარემოს ეკოლოგიური ზარალი ადგება.

„დეველოპერებს ურჩევნიათ არა ევროსტანდარტებს, არამედ საბჭოთა სტანდარტებს მიმართონ, რადგან მოგება მეტი რჩებათ. ისინი მთავრობის ნებართვით, მდინარიდან წყლის დიდ ოდენობას იღებენ. საბოლოოდ, მდინარეში წყლის მხოლოდ ათი პროცენტი რჩება, რის გამოც ეკოლოგია ნადგურდება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა საქართველოს მთავრობამ და დეველოპერებმა იმუშაონ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რაც გულისხმობს იმდენი წყლის დატოვებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდინარის ეკოლოგიური და სოციალური დანიშნულება, მხოლოდ ამის შემდეგ, ენერგეტიკული დანიშნულება“, - განმარტავს „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

ეკოლოგი მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა, ის არის, რომ მათი გარემოზე ზემოქმედების შესწავლა არ ხდება. მისივე თქმით, მთავრობა ჯერ მშენებლობაზე აფორმებს მემორანდუმს, განსაზღვრავს ფასსა და ადგილს, გარემოზე ზემოქმედების შეფასება კი ამის შემდეგ ხდება.

„პანკისში გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გადაწერილი იყო სხვა ანგარიშიდან და რეალური ზემოქმედება გაუგებარი იყო. თქვენ რომ ოპერაცია დაგინიშნონ და ექიმმა გითხრათ, მე თქვენ ანალიზებს კიარ აგიღებთ, ორი წლის წინ პაციენტს გავუკეთე ანალიზი და იმის შესაბამის ოპერაციას გაგიკეთებო, გაგიჩნდებათ თუ არა პროტესტის განცდა? ასე აშენდა ჰესები სამცხე-ჯავახეთშიც, ამის მაგალითია „მტკვარი ჰესი“, რომელიც არ იყო საკმარისად შესწავლილი და გვირაბი არასწორად აშენდა“, - განმარტავს მაჭარაშვილი.

ჰესების მშენებლობას დადებითად აფასებს, თუმცა პრობლემას კვლავ გარემოზე ზემოქმედების შეუსწავლელობაში ხედავს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძეც: „ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება და უკეთესი იქნება, თუ მოთხოვნა ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდება. მნიშვნელოვანია ჰესებზე ადგილობრივების დასაქმებაც. მაგრამ ყველა ინვესტიცია ეკოლოგიის მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს. ინვესტორმა რისკიანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს“.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პარტია „სოციალ-დემოკრატებიდან“, ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა სარგებლიანი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ იგი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შევა. მისივე თქმით, ჰესის მუშაობით ადგილობრივებმა უნდა ისარგებლონ და არა ინვესტორებმა. დეპუტატი ამას რეალურ დეცენტრალიზაციას უწოდებს:

„დღეს ჰესებიდან სარგებელს მხოლოდ ინვესტორი ნახულობს, რომელსაც გარანტირებული ტარიფით უდებენ ხელშეკრულებას. ეს დენის ტარიფს აძვირებს, სახელმწიფო კი ზარალდება. ჰესების ადგილობრივებისთვის გადაცემის შემთხვევაში, სიძვირის პრობლემაც მოიხსნებოდა და ფულიც ადგილობრივ ბიუჯეტში წავიდოდა. ეს არის დეცენტრალიზაცია, თორე მერს აირჩევ თუ გამგებელს, მუნიციპალიტეტს თუ არაფერი გააჩნია, ამას არ ექნება მნიშვნელობა“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

რა მეთოდებით ხდება გარემოზე ზემოქმედების შესწავლა, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ.

ეკოლოგები განმარტავენ, რომ ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების საშუალო ღირებულება ჰესის მშენებლობის 0,01%-ს შეადგენს, თუმცა ინვესტორებს ამ თანხის გაღება არ სურთ.

გარდა სამინისტროში დაგეგმილი 11 ჰესისა, სამცხე-ჯავახეთში უკვე დასრულებულია „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა და „ფარავანი“ ჰესი, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შესულია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
‘მტკვარი ჰესზე’ დამატებით 300 მეტრიანი გვირაბი შენდება
სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
რატომ გახდა საჭირო ‘მტკვარი ჰესის’ პროექტში ცვლილებების შეტანა
‘ახალქალქში 2 ჰესი აშენდება’ - სამშენებლო პროექტები ჰესების სანაცვლოდ
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება