FM97.5 / LIVE

რატომ გახდა საჭირო ‘მტკვარი ჰესის’ პროექტში ცვლილებების შეტანა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.11.2019
„მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციას გვირაბის პროექტში ცვლილებების შეტანა უნდა. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დაჩქარების მიზნით, სოფელ საყუნეთის მხრიდან დამატებითი 300 მეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება.

რატომ გახდა საჭირო ‘მტკვარი ჰესის’ პროექტში ცვლილებების შეტანა

მტკვარი ჰესის ადმინისტრაციამ სადაწნეო გვირაბის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სკრინინგის განცხადება 28 ოქტომბერს წარადგინა. სადაც ნათქვამია, რომ პროექტში საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, სადაწნეო გვირაბში შესასვლელი ერთი დამატებითი გვირაბის მოწყობა ჩრდილოეთ პორტალთან.

„საყუნეთის მხრიდან გვინდა დამატებითი შესასვლელის გაკეთება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო დავაჩქაროთ პროექტი და პარალელურად იმუშაოს ორმა კონტრაქტორმა: გვირაბის კონტრაქტორმა და სამშენებლო ნაწილის კონტრაქტორმა“, - აღნიშნავს შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძე.

მისივე თქმით, ცვლილიებების მიხედვით, 300 მეტრიანი გვირაბი, „მტკვარი ჰესის“ ტერიტორიაზე გაკეთდება. ცვლილებები არ შეეხება ჰესის იმ ნაწილს, რომელიც სოფელ რუსთავის მახლობლადაა: „ჰესს ორი ნაწილი აქვს, ერთი არის ძალოვანი კვანძი, რომელიც არის სოფელ საყუნეთის მხარეს და მეორე არის სოფელ რუსთავის მხარეს, სათავე-ნაგებობა. სათავე-ნაგებობის მხარეს ამას არ ვაკეთებთ. კეთდება ძალოვან კვანძთან, სადაც ჰესის შენობა გვაქვს და სადაც სატურბინო მილსადენები გვაქვს“.

როგორც 25 ოქტომბრით დათარიღებულ სკრინინგის განცხადებაში ვკითხულობთ, ჰესის სათაო ნაგებობის და ჰესის შენობის სამშენებლო სამუშაოები დამთავრების პროცესშია, მაგრამ ჰესის ექსპლუატაციაში გადაცემა ვერ მოხდება დაგეგმილი დროისათვის, რადგან სადაწნეო გვირაბის გაყვანის სამუშაოები, ქანების ჩამოშლის გამო, 18 თვით შეფერხდა.

„2017 წლის დასაწყისში, როცა გაყვანილი იყო გვირაბის 7.3 კმ, გვირაბის დერეფანში გამოვლინდა არახელსაყრელი გეოლოგიური პირობები, მონაკვეთზე დაფიქსირდა ქანების ჩამოშლა, რამაც გამოიწვია გვირაბგამყვანი მანქანის ბლოკირება და გვირაბის გაყვანის სამუშაოების შეფერხება 18 თვით, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე. გვირაბის გაყვანის სამუშაოების აღდგენა მოხდა 2019 წლის 23 ივნისს და მას შემდეგ გაყვანილია დაახლოებით 1 036 მეტრი. მტკვარი ჰესი მშენებლობის ნებართვით და ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, აღნიშნული შეფერხების გამო, საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, რაც ითვალისწინებს სადაწნეო გვირაბში შესასვლელი ერთი დამატებითი გვირაბის მოწყობას ჩრდილოეთ პორტალთან“, - ნათქვამია სამინისტროში წარდგენილ სკრინინგის განცხადებაში.

ტერიტორია, სადაც 300 მეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება სოფელ საყუნეთიდან დაახლოებით 800 მეტრით, ხოლო სოფელ ზიკილიიდან 450 მეტრით იქნება დაშორებული. გვირაბის გაყვანისთვის ბურღვა-აფეთქების მეთოდს გამოიყენებენ, რის გამოც გარემოზე ზემოქმედების რისკებში შემდეგი განიხილება:

• ხმაურის და ვიბრაციის გავრცელება;
• გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების რისკები;
• ზემოქმედება წყლის გარემოზე - განსაკუთრებით მიწისქვეშა წყლებზე;
• ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე;
• ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული რიკები;
• სოციალურ გარემოზე ზემოქმედების რისკები.

„ბურღვა-აფეთქების სამუშაოები შესრულდება ე.წ. მწვანე ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ვიბრაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ზემოქმედების რისკებს. ამასთანავე აღსანიშნავია, ჩრდილოეთი პორტალის შტოლნის დერეფნები მნიშვნელოვანი მანძილითაა (არანაკლებ 450 მ) დაცილებული უახლოესი საცხოვრებელი ზონებიდან. შესაბამისად მოსახლეობაზე ბურღვა- აფეთქებასთან დაკავშირებული ვიბრაციის გავრცელების მოსახლეობაზე ზემოქმედების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, განხორციელებული იქნება ვიბრაციის გაზომვის, კონტროლის და შემცირების ღონისძიებები“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი ცვლილებები გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ამაზე გადაწყვეტილებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიიღებს.

სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ვადა 12 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა ცვლილებების განხორციელების შესახებ „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციისთვის ნებართვა სამინისტროს ჯერ არ მიუცია.

„სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. განვიხილავთ ყველაფრით, რამდენად ჯდება ის არსებულ სტანდარტებში. თუ რაიმე დარღვევები აქვთ, არასწორად აქვთ ვთქვათ შედგენილი პროექტი, მივმართავთ შენიშვნებით, რომ გამოასწორონ. თუ ყველაფერი გამართული იქნება, გაიცემა ნებართვა, რომ დაიწყონ მშენებლობა. ჯერ არ აქვთ ნებართვა, რომ პროექტში ცვლილებები შეიტანონ“, - აცხადებენ სამინისტროში.

მტკვარი ჰესის სამშენებლო სამუშაოები 2010 წელს დაიწყო, 2009 წლის 3 ნოემბრის N98 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
პროექტის მიხედვით, ჰესის შემადგენლობაში შედის სათაო ნაგებობა (მიწის კაშხალი, წყალსაგდები, თევზსავალი, წყალმიმღები), სადაწნეო გვირაბი, სადაწნეო მილსადენი და ძალური კვანძი.

სამშენებლო სამუშაოები ასპინძის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიმდინარეობს, კერძოდ კაშხალი და წყალსაცავი განთავსებული იქნება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავიდან ორი კმ-ის დაცილებით ზედა დინებაში, ხოლო ძალური კვანძი შენდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

მტკვარი ჰესის სათაო ნაგებობიდან ჰესის შენობამდე წყლის მიწოდებისათვის გათვალისწინებულია 9.6 კმ სიგრძის და 5.26 მ დიამეტრის სადაწნეო გვირაბის მოწყობა.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გვირაბის გაყვანა გათვალისწინებული იყო ბურღვა აფეთქების მეთოდით და მშენებლობის საწყის ეტაპზე სამუშაოები დაიწყო ამ მეთოდის გამოყენებით. შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გვირაბგამყვანი მანქანის (TBM) გამოყენების თაობაზე. ცვლილებების მიხედვით, დამატებით შესასვლელს კვლავ ბურღვა-აფეთქების მეთოდით გაიყვანენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მტკვარი ჰესზე’ დამატებით 300 მეტრიანი გვირაბი შენდება
‘მტკვარი ჰესზე’ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა [ვიდეო]
„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
‘რამდენიმე წუთით ავცდი, რომ მიწას არ ჩავეტანე’– რუსთაველები ჰესის მშენებლობაზე
‘მტკვარი ჰესი’ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა