FM97.5 / LIVE

‘ახალქალქში 2 ჰესი აშენდება’ - სამშენებლო პროექტები ჰესების სანაცვლოდ

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2020
ახალქალაქში, სადაც ორი ჰესის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებდა, მშენებელ კომპანიასა და სოფლის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა. ირკვევა, რომ კომპანია სოფლებში სამშენებლო პროექტებს განახორციელებს, სანაცვლოდ კი, ჰესების მშენებლობაზე ადგილობრვები თანახმა არიან. პროექტების განხორციელება 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.

‘ახალქალქში 2 ჰესი აშენდება’ - სამშენებლო პროექტები ჰესების სანაცვლოდ

ახალქალაქში, მდინარე ფარავანსა და კორხიწყალზე ჰესების მშენებლობის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა. თავდაპირველად, ადგილობრივები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი იყვნენ. სოფელ კორხის მოსახლეობა 2020 წლის, თებერვალში „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობდა, რომ მდინარეზე ჰესის მშენებლობას არ დაუშვებდა, რადგან ეს სოფლის მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნიდა.

გარდა სოფელ კორხისა, ჰესების, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“ მშენებლობის ზონაში კიდევ 2 სოფელი, დილისკა და ორჯა ექცევა, თუმცა თებერვალში ისინი ჰესების მშენებლობას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდნენ.

ირკვევა, ჰესების მშენებლობას აღარ აპროტესტებენ არც სოფელ კორხში მცხოვრებელები. როგორც მშენებლ კომპანია შპს „აისში“ განმარტავენ, სამივე სოფელში, რომლებიც პროექტის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული, ისინი სოციალურ პროექტებს განახორციელებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არცერთი სოფლის მოსახლეები არ ყოფილან: „მოსახლეობა საჯარო განხილვების არც ერთ ეტაპზე წინააღმდეგი არ ყოფილა „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“ ჰესების მშნებლობისა“.

მათივე თქმით, პროცესი გაჭიანურდა მხოლოდ სოფელ კორხში, თუმცა არა იმის გამო, რომ ადგილობრივები ჰესების მშენებელობა გააპროტესტეს, არამედ იმიტომ, მათ დასახლებებში განსახორციელებელი სოციალური პროექტები დროულად ვერ შეარჩიეს.

„აღსანიშნავია რომ, თავდაპირველად სოფლის მოსახლეობამ ითხოვა სოფლის სარწყავი სატუმბი სადგურის რეკონსტრუქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ დაუკვეთა საპროექტო კომპანიას და მოამზადა შესაბამისი პროექტი. თუმცა მოგვიანებით, სოფელმა უფრო პრიორიტეტულად ჩათვალა სპორტული დარბაზის მშენებლობა. ამისათვის, კომპანიამ სოფელ კორხის მოსახლეობას გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი 1 თვის ვადა მისცა. სოფელ კორხის მოსახლეობა საბოლოოდ შეჯერდა სპორტული დარბაზის მშენებლობაზე“ – გვითხრეს კომპანიაში.

ჰესების მშენებლობასთან ერთად, სამ სოფელში სოციალური პროექტების განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიხედვითაც შპს „აისმა“ ჰესებთან ერთად ახალქალაქის სამ სოფელში 10 პროექტი უნდა განახორციელოს.
კომპანიის მოწოდებული ინფორმაციით, ეს პროექტებია:

სოფელ დილლისკაში:

• არსებული სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცია ფოლადის მილების ჩანაცვლება პლასტმასის მილით;
• მდ. ფარავანზე, სათავე ნაგებობის მიმდებარედ არსებული ძველი სასაფლაოს ტერიტორის კონკრეტული მონაკვეთის (დაახლოებით 0.25ჰა) მიწის მოსწორება და მოხრეშვა;
• ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის (200 მ) ასფალტირება;
• ჰესის შენობის მიმდებარედ არსებული სალოცავის გადატანა.


სოფელ ორჯაში:

• სოფლის სარწყავი სატუმბი სადგურის რეკონსტრუქცია, -ორი ახალი ტუმბოს დამონტაჟება,დადგმული სიმძლავრით 450 kW;
• მსხვილფეხა პირუტყვისათვის წყლის დასალევად ადგილის მოწყობა;
• მდინარეზე თვითდინებით შევსებადი საცურაო აუზის მოწყობა.

სოფელ კორხში:

• მსხვილფეხა პირუტყვისათვის წყლის დასალევად ადგილის მოწყობა;
• მდინარეზე თვითდინებით შევსებადი საცურაო აუზის მოწყობა;
• სპორტული დარბაზის მშენებლობა. აღნიშნული ითვალისწინებს დახურული ტიპის სპორტული დარბაზის მშენებლობას შესბამისი გასახდელით, საშხაპეებით, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნის მოწყობას.

ჰესების მშენებლობის შესახებ ნებართვა „აისს“ სახელმწიფოსგან უკვე აქვს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალქალაქის მიმდებარედ, მდინარე ფარავანსა და კორხისწყალზე ორი ჰესის აშენებას 2020 წლის შემოდგომით დაიწყებენ. ამავე პერიდში დაიწყება სოფლებში სოციალური პროექტების განხორციელებაც.

„ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, კომპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქონების და მოგების გადასახადის სახით გადაიხდის დაახლოებით 500,000 ლარს წლიურად“, – აცხადებენ კომპანიაში.

ჰესების ჯამური დაგეგმილი სიმძლავრე 8,5 მეგავატი იქნება, კომპანიის ინფორმაციით, „მშენებლობა არ ითვალისწინებს რეზერვუარის მოწყობას, შესაბამისად არ იგეგმება არც სოფლებისა და არც სახნავ-სათესი სავარგულების დატბორვა“.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქვებით დავხვდებით ’– ახალქალაქში კორხისწყალზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
‘ვფიქრობთ შეთანხმებას მივაღწევთ’ – შპს ‘აისის’ წარმომადგენელი კორხის მოსახლეობას შეხვდა

'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი
რა საფრთხეებს შეიცავს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა
სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა