FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.04.2019
ახალციხეში, კლდიაშვილის 29–ში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები, პენსიონერი ჟუჟუნა ზედგინიძე დაზიანებული სახურავის გადახურვას ითხოვს. წვიმის დროს კორპუსში წყალი ისე ჩამოდის, რომ პირველ სართულამდე აღწევს.

ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს

ორსართულიან კორპუსში სულ ოთხი ბინაა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ, მხოლოდ ჟუჟუნა ზედგინიძე შემორჩა, სხვებმა სახლები დაკეტეს და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. ზედგინიძე პირველ სართულზე ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ყოველი წვიმის დროს კორპუსის სახურავიდან წყალი ისე ჟონავს, რომ მის სახლამდე აღწევს და ოთახებს აზიანებს.

„სულ დამპალია კოჭები, ოდნავ თოვლი, რომ დააწვეს ნახევარ სახლს სახურავს გადახდის. მთლიანად თუ არ შეიცვალა, ისე ვერ გამაგრდება ეგ. აქ ვინც ცხოვრობდნენ იმათ კი ველაპარაკე, რომ ფული აგვეგროვებინა და გაგვეკეთებინა, რადგან მათი სახლებიც ზიანდება, მაგრამ ვერ შევკრიბეთ თანხა“, – გვიყვება ზედგინიძე.

აღნიშნული კორპუსის სახურავი რომ დაზიანებულია, ახალციხის მერიაში იციან. შარშან მრავალბინინიანი კორპუსების რეაბილიტაციის დროს, თვითმმართველობების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ჟუჟუნა ზედგინიძეს გადასახურად თუნუქიც მისცეს.

„წყალი, რომ ნახეს ჩამოსული სახლში, მომცეს სახურავი, მაგრამ გარაჟში მაქვს დალაგებული. ხელოსანი რომ მოვიყვანე იმან მითხრა, კოჭები თუ არ გამოცვალე, ამას ვერაფერზე დავამაგრებთო. პენსიონერი ვარ, მე არც კოჭების საყიდელი ფული მაქვს და არც გადახურვის“, – ამბობს ჟუჟუნა ზედგინიძე.

როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ მერიას კორპუსის გადახურვა არაერთხელ სთხოვა: „ამ წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვაქვს და მომავალი წლისთვის დაგეხმარებითო. მომავალ წელს ეს სახლი სულ ჩამოინგრევა, ყველა კუთხეში წყალი ჩამოდის, რომ გაწვიმდება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ქალაქში მრავალბინიანი სახლების გადახურვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და აღნიშნული კორპუსიც გადაიხურება, თუმცა ეს წელს იქნება თუ მომავალ წელს, ჯერ არ იციან: "ასევე შეკეთდება კიბეც, ისიც ავარიულია. რაც შეეხება მაგ კორპუსში მცხოვრებისთვის გადასახურ მასალას, მას თუნუქი იმიტომ მივეცით, რომ მაშინ სახურავი სტიქიამ დააზიანა".

ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს

ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს

ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]
ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს
კორპუსი სახურავის, შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემის გარეშე
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
რატომ გადახადა მეხუთე ე.წ. წითელი სახურავი ქარმა კორპუსს
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს