FM97.5 / LIVE

უცხოობის სიამე

მთავარიბლოგები 01.12.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

უცხოობის სიამე

ბავშვობაში, სკოლისკენ მიმავალს, გამწვანებულ ეზოში მდგარი კოპწია შენობისთვის უნდა ჩამევლო, რომელსაც კარზემოთ დიდი ასოებით ეწერა: "მასწავლებლის სახლი". იმ სახლში ის მასწავლებლები ცხოვრობდნენ, თავიანთი შორეული წარმომავლობის გამო ყველაზე მეტად რომ გვიზიდავდნენ.

გაიფიქრებთ ალბათ, ეს რაღამ გაახსენა ან ჯავახეთის თემასთან რა შუაშიაო. ამას მალე გაიგებთ, მანამდე კი "მიმზიდველ მასწავლებლებზე" ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. წარმოიდგინეთ სოფელი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, აკავშირებთ ჭირი, ლხინი, ყოველდღიური გაწამაწია, ჭორები, ბეგრაუნდები, სტერეოტიპები... სკოლაში კი ზოგი მათგანი ან მოსწავლეა, ან მასწავლებელი.

ერთხელაც, სკოლის ეზოში უცხო ქალი შემოდის. შინდისფერი თმა მზეზე ულაპლაპებს, ცნობისმოყვარე, თავდაჯერებული სახით მოდის და საკლასო ოთახში რაღაც ახალი სურნელება შემოაქვს. არავის იცნობს, არავისზე არაფერი იცის, არავის ახლობელია, არ ჰყავს რჩეულები. შეგიძლია საინტერესო წიგნივით გადაიშალო მის წინაშე, თავიდან დაიწყო ცხოვრება, ისწავლო და მისი დახმარებით საკუთარი თავი აღმოაჩინო.

არც შენ იცი ვინ არის. მისი სახის ნაკვთებს და თვალების ფერს ნელ-ნელა, მორიდებით სწავლობ, აკვირდები მის ჟესტებსა და ხმის მანერას. რაღაც სხვანაირად გიყვება, სხვანაირად გაგებინებს, გიღიმის, როცა კიბეზე ან დერეფანში გადააწყდები, სახელით მოგმართავს, აშკარად, პირველივე დღიდან დაამახსოვრდი. გინდა მისი გაკვეთილი არასოდეს დამთავრდეს, განა იმიტომ რომ სხვები ცუდ გაკვეთილებს ატარებენ, არა და არა! უბრალოდ, ბავშვის თვალში „უცხოობა“ უდიდესი უპირატესობა და მოტივაციაა.

დღეს ჯავახეთის საჯარო სკოლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ამარაგებს უცხოობის სიამესაქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარგზავნილი მასწავლებლებით, რომლებსაც სახელმწიფო დამატებით ანაზღაურებას უხდის. თუმცა, საკადრო დეფიციტის პირობებში, სკოლის მიერ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმარება ძალიან მცირეა, რადგან ამ სამუშაოში აღებული ხელფასით შეუძლებელია ბინის ქირისა და კომუნალური ხარჯების დაფარვა. ამიტომაც რჩება ვაკანსია ვაკანსიად, ხოლო მოსწავლე - მასწავლებლის გარეშე.

თუმცა პრობლემა მხოლოდ გადახდისუნარიანობა არ არის. პირადად მე მიჭირს ჩამოთვლა, რამდენი ბინა გამოვიცვალე ჯავახეთში მუშაობის პერიოდში. როცა კვირაობით შინიდან შორს, უცხო გარემოში ცხოვრობ და გადატვირთული გრაფიკით მუშაობ, ელემენტარული პირობები გჭირდება: გაზი, წყალი, კარადა, პირსაბანი, მაცივარი... ეს უკანასკნელი მართლა განსაკუთრებით გჭირდება, რადგან სოფელში სურსათის მაღაზია არ არის და სახლიდან წამოღებული მთელი კვირის მარაგი საიმედოდ უნდა შეინახო.

ამ პირობების ძიებაში ვიცვლი და ვიცვლი სახლებს. ვიქირავებ, დავალაგებ, გავწმენდ საუკუნის მტვრისა და თევსაჭერ ბადესავით გაჭიმული აბლაბუდებისგან. ხან სოფლის თავში ვარ, ხან ბოლოში, ხანაც სულ სხვა სოფელში. ხან სკოლამდე ხუთი წუთი მჭირდება, ხან - ერთი საათი. თავს ვიიმედებ, რომ ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ეს მანამდე, ვიდრე თოვლი მოვა და გზები მოიყინება. ჯერაც ვერ მივხვდი, რა ფეხსაცმელი უნდა მეცვას, რომ ამ გზებზე კისერი არ მოვიტეხო.

მხოლოდ სიშორე და ყინული რომ იყოს დილემა, კიდევ არაფერი, საუბარი ყველაზე დიდი პრობლემსკენ მიმყავს: რა უფლება გაქვს ნაქირავებ სახლზე, რომელშიც სოლიდურ თანხას იხდი? სოფლებში, სადაც მსგავსი კლიენტი იშვიათად ჩნდება, ამგვარი ურთიერთობის არანაირი ფორმა არ არსებობს: ერთი გასაღები შენ გაქვს, მეორე - მეპატრონეს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეაღწიოს შენს სივრცეში რაღაც საჭიროების ან უბრალოდ, რევიზიის მიზნით და დაგტუქსოს კიდეც, თუ რამე თვალში არ მოუვიდა. ამგვარი პირობების გამო ბევრ ჩემ კოლეგას დღემდე ვერ უპოვია საცხოვრებელი ადგილი და იძულებულია დღეში ორჯერ 80 კილომეტრი გაიაროს სახლში ან სამსახურში მისასვლელად.
აი, ამიტომ გამახსენდა მასწავლებლის სახლი. ადგილი, სადაც ჩამოსული მასწავლებლები დაბინავდებოდნენ და საღამოობით მხოლოდ იმაზე იფიქრებდნენ, როგორ დაგეგმონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. თუ ეს პირობა შეიქმნება, მაშინ პერიფერიებშიც ახალი სისხლივით იდენს პედაგოგთა ნაკადი, გაჩნდება განვითარების მეტი შანსი და მოტივაცია.

თუ მართლა განათლებაა ქვეყნის პრიორიტეტი, უნდა აშენდეს მასწავლებლის სახლები საქართველოს მაღალმთიან სოფლებში. შეეწყოს ხელი ასობით უმუშევარ კვალიფიციურ პედაგოგს - წავიდეს იქ, დასაქმდეს, იცხოვროს ღირსეულ პირობებში და აღზარდოს თაობები. 21-ე საუკუნის სკოლაში პროფესიონალი მასწავლებლის დეფიციტი არ უნდა იყოს.

...ჰო, მართლა, იმ შინდისფერთმიან მასწავლებელს ნანა ერქვა, ქიმიას მასწავლიდა და მერე თანდათან ისიც გამაგებინა, საკუთარი განცდები სხვებისთვის საინტერესო ტექსტებად როგორ უნდა მექცია. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ვგრძნობ იმ უცხო სურნელს, რომელიც მან საკლასო ოთახში შემოიტანა.

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ უნდა დასაქმდნენ  'მასწავლებლის ეროვნული სკოლის მონაწილეები'
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
ახალციხეში მასწავლებელთა სახლი აშენდება
გალინა - ქართულის მასწავლებელი
ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ
'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან