FM97.5 / LIVE

ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.04.2019
ახალციხეში, სოფელ ანის საჯარო სკოლაში, ადმინისტრატორის სამსახურიდან გათავისუფლებისა და პედაგოგებისთვის საათების შემცირების საქმით, განათლების აუდიტის სამსახური დაინტერესდა.

ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანის სკოლაში მიმდინარე მოვლენებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აღნიშნულ უწყებას ერთ–ერთმა პედაგოგმა თამარ ინასარიძემ წერილობით მიმართა.

„განათლების სამინისტროს შიდა აუდიტიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საქმე მოსაკვლევად მათ ჩემი განცხადებისა და ასევე „სამხრეთის კარიბჭისთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე გადაეცათ. თუმცა, საქმე მხოლოდ მე არ მეხება, ჩემთან ერთად აუდიტი შეისწავლის სკოლიდან გათავისუფლებული ადმინისტრატორის საკითხსაც“, – ამბობს თამარ ინასარიძე.

სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდა, ამას ანის სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძეც გვიდასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს: „ჩვენი კონტაქტი ჯერ მხოლოდ ტელეფონით შედგა, დამირეკეს და მკითხეს ორი პედაგოგის შესახებ მუშაობდნენ თუ არა სკოლაში, დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან ეს სკოლის შიდა საკითხებია“.

ანის სკოლის დირექტორმა ადმინისტრატორი რუსუდან დავლაშერიძე სამსახურიდან გაათავისუფლა, მასწავლებელს თამარ ინასარიძეს კი საათები შეუმცირა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო
კვირის აქცენტი: ანის სკოლის საქმე [Video]
აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს
ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს
ანის სკოლის დირექტორისა და პედაგოგის საქმე სააპელაციომ მიიღო