FM97.5 / LIVE

ანის სკოლის დირექტორს ყოფილი თანამშრომელი და მასწავლებლები უპირისპირდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2019
ახალციხეში, სოფელ ანის სკოლის დირექტორს ადმინისტრატორი სამსახურიდან გათავისუფლებისთვის, პედაგოგები კი საათების შემცირებისთვის ედავებიან. მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ, თუმცა მანამდე მათ დახმარების თხოვნით სხვა შესაბამის უწყებებს მიმართეს.

ანის სკოლის დირექტორს ყოფილი თანამშრომელი და მასწავლებლები უპირისპირდებიან

ადმინისტრატორი


ანის სკოლის ადმინისტრატორი რუსუდან დავლაშერიძე სამსახურიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს. სამსახურში მისულს დირექტორმა უთხრა, რომ მის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ახალს აღარ გაუგრძელებდა: „ყველანაირი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლა. მიზეზის ახსნა წერილობით მოვთხოვე და მომწერა, ხელშეკრულება შეგიწყდა და აღარ გიგრძელდებაო. დამტოვა მარტოხელა დედა არასრულწლოვან შვილთან ერთად სამსახურის გარეშე“.

მისი თქმით, სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს დირექტორთან ურთიერთობა დაეძაბა: „2017 წლის სექტემბერში, როცა სკოლაში სამუშაოდ მიმიღო, მითხრა აქ ყველაფერს გაბარებ, მითხარი თუ პედაგოგები რამეს დაარღვევენო. როცა ვუთხარი, რომ გაკვეთილზე დაგვიანებით შედიოდნენ და საათობით ტელეფონზე ლაპარაკობდნენ, მათ შორის მისი მეგობარი პედაგოგიც, ძალიან გაბრაზდა და არ მოეწონა. სწორედ მაშინ დაიწყო უთანხმოება და საბოლოოდ სამსახური დამატოვებინა“.

ადმინისტრატორს სამსახური რომ მასწავლებლების კონტროლისთვის დაატოვებინა, ამას ანის სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძეც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზი მხოლოდ ეს არაა: „ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და აღარ გავუგრძელე იმ მიზეზით, რომ დავლაშერიძე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა. მას ევალებოდა სკოლის ქონების კონტროლი და არა პედაგოგების“.

სკოლამ ადმინისტრატორის პოზიციაზე კონკურსი რუსუდან დავლაშერიძის სამსახურიდან გათავისუფლებიდან მეორე დღესვე, პირველ მარტს, გამოაცხადა და 25 მარტს ახალი თანამშრომელი დაინიშნა.

„კონკურსის წესები დაარღვია, რადგან ახალმა თანამშრომელმა ყველა ეტაპი არ გაიარა. მეც ვიღებდი მონაწილეობას, გასაუბრებაზე დაგვიბარა, მაგრამ მერე ჩაშალა. საბოლოოდ, თავისი ახლობელი დანიშნა“, – ამბობს რუსუდან დავლაშერიძე.

ბრალდებებს უარყოფს დირექტორი და აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრატორი ყველა წესის დაცვით მიიღო და „არც ნეპოტიზმს ჰქონია ადგილი“.

დავლაშერიძე კი ირწმუნება, რომ დირექტორი არაკანონიერად მოიქცა და ამის დასამტკიცებლად სასამართლოშიც იჩივლებს.

პედაგოგები


ანის სკოლის დირექტორს უპირისპირდება სპორტისა და მუსიკის მასწავლებელი თამარ ინასარიძეც. იგი ახლა დეკრეტშია, თუმცა ამბობს, რომ დირექტორმა საათები გაუფრთხილებლად შეუმცირა და 12 საათიდან სპორტს მხოლოდ სამი საათი დაუტოვა.

„ინფორმაცია მაქვს, რომ ახლა, ამ სამ საათს დამიტოვებს სექტემბრამდე და შემდეგ საერთოდ ხელშეკრულებას შემიწყვიტავს, ამის გამო გადავწყვიტე დეკრეტული შვებულება სექტემბრამდე გავიგრძელო და ადგილი შევინარჩუნო, რისი უფლებაც მაქვს“, – ამბობს თამარ ინასარიძე.

როგორც თავად ამბობს, დირექტორმა მას საათები მაშინაც შეუმცირა, როცა პირველი შვილი გააჩინა და დეკრეტში იყო: „მაშინ ქიმიას ვასწავლიდი და სადამრიგებლო კლასიც მყავდა. სკოლაში დაბრუნებულს არც ქიმიის საათები დამხვდა და აღარც სადამრიგებლო. მაშინაც უმიზეზოდ ჩამომართვა საათები და ახლაც. სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსიც მომანიჭა, თუმცა ესეც არ გაითვალისწინა“.

თამარ ინასარიძე მათემატიკაში სერთიფიცირებული პედაგოგიცაა, თუმცა როგორც თავად ამბობს, დირექტორი მარიამ კაპანაძე მას არც მათემატიკის საათებს აძლევს: „მეხუთე და მეექვსე კლასებში იყო მათემატიკის საათები, ვითხვე, მაგრამ დარგობრივი კათედრიდან მომწერეს, რომ მაგ კლასებში ვაკანტური საათები არ იყო და ზემდგომ ორგანოსთვის მიმემართა".

ინასარიძე ფიქრობს, რომ სკოლაში მისი შევიწროების მიზეზი დირექტორის მოახლოებული არჩევნებია: „ალბათ ფიქრობს, რომ თანამდებობაში შევეცილები და ყველაფერს აკეთებს ჩემს მოსაცილებლად, არადა არ ვაპირებ დირექტორის პოზიციაზე განაცხადის შეტანას“.

დაკლებული საათების გამო უპირისპირდება ანის სკოლის დირექტორს ინგლისურის მასწავლებელი, ნინო გოზალიშვილიც. იგი ანის სკოლაში 2011 წლიდან მუშაობს და ამბობს, რომ თავიდან 21 საათი ჰქონდა, ახლა კი დირექტორმა 15 დაუტოვა. ბოლოს მარტში სამი საათი მოაკლო: „თითქმის ყოველ წელს მაკლებს საათებს, არადა სერთიფიცირებული პედაგოგი ვარ. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცი“.

ანის სკოლის მასწავლებლები დარწმუნებულები არიან, რომ დარგობრივი კათედრები მასწავლებლებს შორის საათებს ფორმალურად ანაწილებენ, რეალურად კი გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულების მიხედვით დირექტორი იღებს: „ვისაც უნდა იმას ართმევს და იმას აძლევს საათებს. აქ შერჩევითი სამართალია და მეტი არაფერი. ჩვენ ვიცით, რომ ამისი მიზეზი რესურსცენტრის უფროსის მხარდაჭერაა, ხათუნა ხმალაძე დირექტორთან მეგობრობს“.

პედაგოგების ბრალდებებს არ პასუხობს ანის სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძე. მან ჩვენს შეკითხვებზე პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვა. ასევე, არ ისურვა საუბარი ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ხათუნა ხმალაძემ: „წერილობით გამომიგზავნეთ რაც გაინტერესებთ და გიპასუხებთ“.

სახელმწიფო უწყებები


წერილობით უკვე მიმართეს პედაგოგებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, განათლების მინისტრს და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას.

„გვინდოდა კონფლიქტური სიტუაცია მოგვეგვარებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მიმაჩნია, რომ რესურსცენტრი უნდა ჩაერთოს უფრო აქტიურად ამ პროცესში. რასაც დავაკვირდი, კომუნიკაციის ნაკლებობაა დირექტორსა და პედაგოგებს შორის და მენეჯმენტის პრობლემაცაა. ასეთ პატარა სკოლაში ამხელა დაპირისპირება არ უნდა იყოს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე.

ანის სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ დირექტორთან პრობლემები შეექმნათ, სკოლაში ვითარების გასარკვევად რესურსცენტის უფროსი ხათუნა ხმალაძე არ მისულა.

საქართველოს განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ პედაგოგების წერილები უწყებაში ნადვილად შევიდა: „კანონით დადგენილ ვადაში გავცემთ მათ პასუხს და თუ სურვილი ექნებათ თავად გააჟღერონ ის, რასაც მივწერთ“.

იურისტები კი ფიქრობენ, რომ სკოლაში არსებული ვითარებით სკოლის სამეურვეო საბჭო უნდა დაინტერესდეს.

„თუ დირექტორი წყვეტს ერთპიროვნულად საკითხებს, ამაზე საბჭომ უნდა იმსჯელოს და მას დისციპლინური პასუხსიმგებლობა დააკისროს. რაც შეეხება ადმინისტრატორის პოზიციას, თუ ამ ადგილზე მალევე გამოცხადდა კონკურსი და შესაბამისი ეტაპების გავლის გარეშე ახალი დაინიშნა, შესაძლოა ნეპოტიზმის ნიშნები გამოიკვეთოს და ამიტომ ამ საქმით განათლების სამინისტროს აუდიტი უნდა დაინტერესდეს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

ისევე როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული ადმინისტრატორი, პედაგოგებიც საათების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ანის საჯარო სკოლაში 51 მოსწავლე სწავლობს და 20–მდე მასწავლებელია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს
სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო
კვირის აქცენტი: ანის სკოლის საქმე [Video]
ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს
ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს
კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის
ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს