FM97.5 / LIVE

ახალციხეში მასწავლებელმა მოსწავლეს თმა მოქაჩა – საქმეს შსს იძიებს

მთავარისიახლე, შემთხვევა 31.10.2019
ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში, ქართულის მასწავლებელმა მეექვსე კლასელ გოგოს თმა მოქაჩა, რის გამოც მანდატურის სამსახურმა მასწავლებელს დარღვევის ოქმი დაუწერა. შსს–მ ძიება არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით დაიწყო.

ახალციხეში მასწავლებელმა მოსწავლეს თმა მოქაჩა – საქმეს შსს იძიებს


შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. როგორც სკოლაში ამბობენ, მეექვსე კლასის მოსწავლეები ხმაურობდნენ, ქართულის მასწავლებელმა კი მათი დამშვიდება და გაკვეთილის დაწყება ვერ შეძლო.

„მასწავლებელს გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა კლასში აურზაური დახვდა. მოსწავლეები ვერ გააჩერა. ბავშვები ერთმანეთს რაღაცებს ესროდნენ, რამდენჯერმე დაუყვირა მასწავლებელმა და მერე ერთ–ერთი გოგო თმიდან ითრია“, – ამბობენ სკოლაში.

მომხდარის შემდეგ, მეექვსე კლასელი გოგონა მანდატურთან მივიდა და უთხრა რაც მოხდა.

მანდატურის სამსახურმა სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინა, დაიწყო მოკვლევა და მასწავლებელს დარღვევის ოქმი დაუწერა.

„ფაქტი მოხდა, მანდატურის სამსახურმა კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა მიიღო“, – გვითხრეს მანდატურის სამსახურში.

სკოლამ ფაქტის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა, რის შემდეგაც მოსწავლეები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

შსს ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ძალადობას არასრულწლოვანზე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შეცვალა მანდატურის სამსახურმა [Video]
N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
ახალციხეში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე 'პენლის' სროლას შსს იძიებს
ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
მოსწავლის დასჯა ‘პენალით’