FM97.5 / LIVE

ახალციხეში წყლის ცენტრალური მილი უკვე მეოთხე წელია მეწყერსაშიშ ზონაში რჩება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 12.04.2019
„საქართველოს გაერთიანებული წყლის კომპანიას" ურავლის მაგისტრალური მილსადენი მეწყერსაშიში ზონიდან ამ დრომდე არ გადაუტანია. მილის სხვა ადგილას გადატანაზე ტენდერი მესამედ უნდა გამოცხადდეს.

ახალციხეში წყლის ცენტრალური მილი უკვე მეოთხე წელია მეწყერსაშიშ ზონაში რჩება

მეოთხე წელია, რაც ურავლის მაგისტრალური მილსადენი მეწყერსაშიშ ზონაშია. 400 მილიმეტრიანი მილი ახალციხესა და მის ორ სოფელ, მინაძესა და ჭაჭარაქს სასმელი წყლით ამარაგებს.

მეწყრულ ზონაში გზა უკვე 150–200 მეტრ სიგრძეზეა დაზიანებული. მისი მოწყვეტის შემთხვევაში მთელი ქალაქი, წყლის გარეშე დარჩება, გარდა ამისა სამ სოფელს, ურაველს წყორძასა და ხეოთს შემოვლითი გზით მოუწევს სიარული.

ამ ხნის განმავლობაში, ტენდერი მილის გადატანაზე კომპანიამ ორჯერ გამოაცხადა. პირველად 2018 წლის იანვარში. მაშინ გამარჯვებულმა კომპანიამ პირობები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება გაუქმნდა. მეორედ ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოცხადა, თუმცა ისიც მალევე შეწყდა.

„ის მეორე ტენდერი იმიტომ შეწყდა, რომ მასში გამარჯვებული, იმ არაკეთილსინდისიერი კომპანიის შვილობილი აღმოჩნდა, რომელმაც პირველი ტენდერის პირობები არ შეასრულა. გარდა ამისა, პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო“, - გვითხრა სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა, ბესიკ ფილაურმა.

თუმცა ტენდერის შეწყვეტის დოკუმენტაციაში ამგვარ ახსნას ვერ შეხვდებით. მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ „მეწყრული მოვლენები კიდევ უფრო გაიზარდა აღნიშნულ ადგილზე. შეირჩა მილის გადატანის სავარაუდო მარშუტის ორი ვარიანტი და ამჟამად საპროექტო დეპარტამენტი ახალი დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს“, მესამე ტენდერი კი სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით ცხადდება.

„შევხვდებით მერსაც და ერთად დავათვალიერებთ იმ ტერიტორიას, რომელიც შერჩეული გვაქვს მილის გადასატანად. მანამდე ვუთხარი მერიას სადაც გვინდოდა გადატანა,თუმცა გვირჩიეს, რომ სხვა ტერიტორია შეგვერჩია, ვინაიდან ისიც სავარაუდოდ მეწყრულ ზონაში იყო. ახლა მე ვნახე გეოლოგიური დასკვნა და ის მიწა არაა მეწყრული, ამიტომ ახლა გავისაუბრებთ და მერიასთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მილის ახალ ტერიტორიაზე გადატანას“,– ამბობს ბესიკ ფილაური.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეწყერსაშიში ზონიდან ახალციხის წყლის ცენტრალურ მილს გადაიტანენ
მეწყერსაშიში ზონიდან წყლის მილის გადასატანად ტენდერი გამოცხადდა
ახალციხის წყლის ცენტრალური მილი მესამე წელია მეწყერსაშიშ ზონაშია
წყლის ცენტრალური მილი იცვლება – ელის თუ არა უწყლობა ახალციხეს
ახალციხეში წყლის მაგისტრალური მილი მეწყერსაშიში ზონიდან გადაიტანეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს