FM97.5 / LIVE

ახალციხის წყლის ცენტრალური მილი მესამე წელია მეწყერსაშიშ ზონაშია

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.09.2018
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ იმ მშენებელს, რომელსაც ე.წ ურავლის მაგისტრალური მილსადენი მეწყერსაშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილეზე უნდა გადაეტანა, ხელშეკრულება გაუუქმა.

ახალციხის წყლის ცენტრალური მილი მესამე წელია მეწყერსაშიშ ზონაშია

როგორც „საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიის“ მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი ლევან წურწუმია ამბობს, იმ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და ამიტომ ხელშეკრულება შეუწყვიტეს: „ხელშეკრულება 2018 წლის იანვარში გავაფორმეთ. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა“.

წურწუმიას თქმით, ტენდერი ერთ თვეში ხელახლა გამოცხადდება: „იმედი გვაქვს გაიმარჯვებს მძლავრი კომპანია, რომელიც შეძლებს სამუშაოების ჩატარებას. მშენებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების შესრულებისთვის სამი თვე დასჭირდება“.

შეგახსენებთ რომ, სოფელ ურაველთან მეწყერი სამი წლის წინ გააქტიურდა. ეს ის ადგილია, სადაც სასმელი წყლის ცენტრალური მილი გადის. მეწყერის გამო შესაძლოა მილი გაწყდეს და მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყლის ცენტრალური მილი იცვლება – ელის თუ არა უწყლობა ახალციხეს
ახალციხეში წყლის ცენტრალური მილი უკვე მეოთხე წელია მეწყერსაშიშ ზონაში რჩება
ახალციხეში 8 ქუჩას წყალი შეუწყდა - დაზიანებულია სასმელი წყლის ცენტრალური მილი
მეწყერსაშიში ზონიდან წყლის მილის გადასატანად ტენდერი გამოცხადდა
სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება