FM97.5 / LIVE

წყლის ცენტრალური მილი იცვლება – ელის თუ არა უწყლობა ახალციხეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 06.02.2018
400 მმ-იან მილს, რომელიც ქალაქ ახალციხესა და მის ორ სოფელში, მინაძესა და ჭაჭარაქში მცხოვრებლებს სასმელი წყლით ამარაგებს, მეწყერსაშიშ ზონაში მდებრეობის გამო ადგილს უცვლიან. წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოებს ისე დაგეგმავენ, რომ 7000–მდე აბონენტი უწყლოდ არ დარჩეს.

წყლის ცენტრალური მილი იცვლება – ელის თუ არა უწყლობა ახალციხეს

კომპანია, რომელმაც მილის გადატანა უნდა უზრუნველყოს, უკვე გამოვლინდა. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ხელშეკრულება შპს „რეკონსტრუქცია XXI“–ს ფილიალთან გააფორმა. კომპანია სამუშაოებს 167 765 ლარად შეასრულებს.

წყლის მილის მეწყერსაშიში ზონიდან გადასატანად კომპანია სამუშოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების შესრულების პერიოდში ქალაქს წყლის მიწოდება არ შეეზღუდება: „ჯერ შემოვლითი გზა გაკეთდება და შემდეგ მოხდება გადაერთება“.

შეგახსენებთ, რომ გეოლოგიური კვლევის მიხედვით, ახალციხის ცენტრალური წყლის მილი მეწყერსაშიშ ზონაშია და შესაძლოა ნებისმიერ დროს გაწყდეს. თუ ეს ასე მოხდება, 7000–მდე აბონენტს უწყლოდ დარჩენა, ქალაქს კი ეპიდემიის გავრცელება ელის.

ამ თემაზე: შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს

ეს დასკვნა ერთი წლის წინ დაიდო. კითხვაზე, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ დაგვიანდა მილის გადატანა, ამბობენ, რომ იქ სადაც მილი გადადის, კერძო ბაღებია და მათ მფლობელებთნ მოლაპარაკებას დრო სჭირდებოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეწყერსაშიში ზონიდან წყლის მილის გადასატანად ტენდერი გამოცხადდა
ახალციხის წყლის ცენტრალური მილი მესამე წელია მეწყერსაშიშ ზონაშია
ახალციხეში წყლის ცენტრალური მილი უკვე მეოთხე წელია მეწყერსაშიშ ზონაში რჩება
ახალციხის ცენტრალური წყლის მილს მდებარეობას შეუცვლიან
მეწყერსაშიში ზონიდან ახალციხის წყლის ცენტრალურ მილს გადაიტანენ
ახალციხეში წყლის მაგისტრალური მილი მეწყერსაშიში ზონიდან გადაიტანეს
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?