FM97.5 / LIVE

ახალციხეში წყლის მაგისტრალური მილი მეწყერსაშიში ზონიდან გადაიტანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.05.2020
ურაველში არსებული მაგისტრალური მილსადენი, რომლითაც წყალი ქალაქ ახალციხის ნაწილს, სოფელ მინაძესა და ჭაჭარაქს მიეწოდება, დამეწყრილი ადგილიდან გადაიტანეს. ამის გამო, დასახლებებში მცხოვრებთა ნაწილს უკვე მეორე დღეა წყალი არ აქვთ.

ახალციხეში წყლის მაგისტრალური მილი მეწყერსაშიში ზონიდან გადაიტანეს

ურავლის ხეობის დამეწყრილი ადგილიდან ცენტრალური მილის გადატანა „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ", გუშინ, 18 მაისს დაიწყო. ამის გამო, მინაძის, ჭაჭარაქისა და ქალაქ ახალციხის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც წყალს ამ ქსელის საშუალებით იღებდნენ, მიწოდება შეუწყდათ. მთლიანობაში, უწყლოდ რვა ათასამდე აბონენტი დარჩა.

სამუშაოები დღეს, 19 მაისსაც გრძელდება.

„გაკეთდა ახალი ალტერნატიული ქსელი, რადგან ძველი მილები მეწყერის ზონაში იყო, ურავლის სათავიდან მომავალ 400 მმ ფოლადის ახალ მილზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც, გათიშული იყო წყალმომარაგება“ - გვითხეს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“.

მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფი ამ დრომდე სათავე-ნაგებობასთან იმყოფება პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ორმაგად არის გაზრდილი წყლის მოხმარება. წუხელ, სამ საათზე გავუშვით წყალი. რომელიმე ქუჩაზე მთლიანად გათიშული რომ იყოს, ასე არაა. უბრალოდ, ზოგ ადგილას ძნელად აღწევს, საიდანაც რეზერვუარი ივსება. პრობლემა მოგვარდება, როგორც კი რეზერვუარი გაივსება და წყალს საკმარისი წნევა ექნება. გადართვითი სამუშაოები, რის გამოც გათიშული იყო წყალი, დასრულებულია და ვვარაუდობთ, რომ ხვალ დილას უკვე წყლის მიწოდება ჩვეულებრივ აღდგება,“ - განმარტავს "წყალმომარაგების კომპანიის" ახალციხის სერვის-ცენტრის მენეჯერი გიორგი გოგოლაური.

დაახლოებით ხუთი წელია, რაც ადგილი, სადაც ურავლის მაგისტრალური მილსადენი გადის მეწყერსაშიში გახდა. პრობლემის შესახებ არაერთი მასალა მოამზადა „სამხრეთის კარიბჭემ“. სპეცილისტები მიიჩნევდნენ, რომ მიწის მოწყვეტისა და მილის დაზიანების შემთხვევაში, მთელი ქალაქი წყლის გარეშე დარჩებოდა. გარდა ამისა, სამ სოფელს – ურაველს, წყორძასა და ხეოთს შემოვლითი გზით მოუწევდა სიარული.

სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეწყერსაშიში ზონიდან ახალციხის წყლის ცენტრალურ მილს გადაიტანენ
მეწყერსაშიში ზონიდან წყლის მილის გადასატანად ტენდერი გამოცხადდა
ახალციხეში წყლის ცენტრალური მილი უკვე მეოთხე წელია მეწყერსაშიშ ზონაში რჩება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში 12 ქუჩას წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში 7 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება ერთი დღით შეუწყდება
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება