FM97.5 / LIVE

‘ტაოს’ გზა პირველ ლიგამდე [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 08.04.2019
„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეძიებინა სპორტული ჟინის მქონე ახალგაზრდები სამცხე–ჯავახეთიდან. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა მოლაპარაკებები რეგიონიდან წასულ მორაგბეებთან. გუნდის შემადგენლობის 90% ადგილობრივია და ბოლომდე ვაპირებთ ამ მიდგომის შენარჩუნებას“, – რა გზა გაიარა ‘ტაომ’ დაარსებიდან პირველ ლიგამდე. ინტერვიუ გუნდის პრეზიდენტთან ირაკლი გვენეტაძესთან.

‘ტაოს’ გზა პირველ ლიგამდე  [R]

მოგვიყევით როგორ დაარსდა გუნდი

დაახლოებით 15 წელია, რაც სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ვსაქმიანობ სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში. მათი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაცია . აღნიშნულ პროექტებში, რაგბი გამოიყენებოდა როგორც ინსტრუმენტი, ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის.

2013 წელს, რაგბის მხარდამჭერთა ლიგის ტერიტორიაზე, ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქველმოქმედო ასოციაცია „ატუს“ მიერ აშენდა და კეთილმოეწყო სპორტულ–საგანმანათლებლო სარაგბო ბაზა. იმავე წლიდან დავიწყეთ მის კეთილმოწყობილ და ადაპტირებულ ტერიტორიაზე სარაგბო შეკრებებისა და ფესტივალების, აგრეთვე, საინტეგრაციო საზაფხულო ბანაკების და სპორტულ-შემოქმედებითი ინკლუზიური ფესტივალების ორგანიზება. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის ნორჩი მორაგბეების გარდა, საბანაკო და საფესტივალო აქტივობებში ტრადიციულად აქტიურადაა ჩაბმული, დაახლოებით, 50–მე შშმ მოზარდი რეგიონში.

ჩვენმა მრავლწლიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და რაგბი, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, რეგიონშიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული სპორტი გახდა. ადგილობრივი მოთამაშეებიც წამოიზარდნენ და მოღონიერდნენ. 2016 წელს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი გადაწყეტილებით დაარსდა რეგიონალური სარაგბო კლუბი „ტაო“, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რამდენ გუნდსა და მორაგბეს აერთიანებს კლუბი?

ამ პერიოდისთვის, კლუბი შედგება ძირითადი 17–18 წლამდე „კაცთა გუნდისაგან“ და 15–16 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის სხვა გუნდებისგან. ჯამში, „ტაო“ საქართველოს ჩემპიონატში სამი გუნდით ასპარეზობს. მათგან უმცროსი ასაკის გუნდები სამოყვარულო – A და B ლიგაში, ხოლო „კაცთა გუნდი“ პირველ ლიგაში თამაშობს, რომელიც ნახევრად პროფესიონალურია.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ 8–14 ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებისგან გუნდების ჩამოყალიბებას. ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან, ჯამში 185 მოზარდის მზაობაა კლუბში გაწევრიანების. შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ, ისინი ოფიციალურად გახდებიან კლუბის წევრები და შეძლებენ რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ საფესტივალო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღებას. აღსანიშნავია, რომ ესენი ის მოზარდები არიან, რომელთა წვრთნასა და ვარჯიშს კაცთა გუნდის მოთამაშეები ახორციელებენ რეგიონის სხვადასხვა სოფლებში.

კლუბის ძირითადმა გუნდმა შეძლო პროგრამა მაქსიმუმის შესრულება და მეოთხე ადგილი დაიკავა პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში, როგორ დააკომპლექტეთ ძირითადი გუნდი?

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეძიებინა სპორტული ჟინის მქონე ახალგაზრდები სამცხე–ჯავახეთიდან. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა მოლაპარაკებები რეგიონიდან წასულ მორაგბეებთან, ერთ–ერთი ასეთი იყო საბა ხარაიშვილი, რომელიც სარაგბო კლუბ „დინამოში“ თამაშობდა და ახლა „ტაოელია“. გუნდის შემადგენლობის 90% ადგილობრივია და ბოლომდე ვაპირებთ ამ მიდგომის შენარჩუნებას. პირველად რომ შევიკრიბეთ და ვარჯიშები დავიწყეთ, მწვრთნელებმა და მე გადავხედეთ ერთმანეთს და ვთქვით – მგონი ძალიან დიდ ავანტიურაში ვყოფთ თავსო. ბიჭების ძალიან დიდი მონდომებითა და კლუბის მწვრთნელების დამსახურებით, ორ წელიწადში შევძელით პირველ ლიგაში ასპარეზობა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილიც დავიკავეთ.

რას ნიშნავს პირველ ლიგაში ასპარეზობა და კონკრეტულად მეოთხე ადგილი გუნდისთვის?

2016 წელს, როდესაც კლუბი ჩამოყალიბდა, რაგბის კავშირის წესდების შესაბამისად, ასპარეზობა დავიწყეთ მეორე ლიგაში, რომელიც სამოყვარულო დონისაა. მეორე ლიგაში ასპარეზობის ფარგლებში, თითქმის ყველა თამაში წარმატებით დავასრულეთ და შესაბამისად, მოვიპოვეთ პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება. აქ მოასპარეზე გუნდთაგან, პირველ სამ ადგილზე მყოფი გუნდები, პროფესიონალურ გუნდებს წარმოადგენენ. „ტაომ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, ეს კი ნამდვილად დიდი მიღწევაა გუნდისთვის.

გაგვაცანით „ტაოს“ სამომავლო გეგმები

„ტაოს“ 2019–2020 წლის სეზონის პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმს წარმოადგენს, პირველი ლიგის სატურნირო ცხრილის სამეულში მოხვედრა. სამომავლოდ უმაღლეს ლიგაზეც ვიფიქრებთ. თუმცა, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია „ტაოელებმა“ პროფესიონალ გუნდებთან თამაში ისწავლონ. ასეთ გუნდს რომ ეთამაშო, ორი ვარიანტია: ან მოიყვანო ხუთი ძლიერი მოთამაშე სხვა გუნდიდან და გახდე ძლიერი გუნდი, ან კლუბის წევრი მოთამაშეები, 18–19 წლის ბიჭები გააძლიერო. ჩვენ მეორეს ვირჩევთ. გვინდა, რომ ჩვენი ბიჭები გავაძლიეროთ და მათი წარმატება ვიზეიმოთ. ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ.

და ბოლოს, რაგბით დაინტერესებულები გუნდში როგორ უნდა მოხვდნენ?

ძირითადი აქცენტი ბავშვებზეა. როგორც გითხარით, ადიგენში, ახალციხეში, ასპინძასა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში შექმნილია გუნდები, სადაც ადგილზე ავარჯიშებენ „ტაოს“ კაცთა გუნდის მორაგბეები ბავშვებს. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მიაკითხონ მათ მუნიციპალიტეტში არსებულ განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურებებს და იქ შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს
'ტაო' ფინალურ მატჩს 'დინამოსთან' გამართავს [R]
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება
‘ტაოს’ 2019 წლის მიღწევები და მომდევნო წლის პერსპექტივები ®