FM97.5 / LIVE

‘ავარიული ხიდის გამო კედლები დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.05.2018
ახალციხეში, სოფელ აწყურში ათამდე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის კედლები დაბზარულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ბინები ამორტიზებულ ხიდზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობამ დააზიანა.

‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
აწყურში მცხოვრები ღამბაშიძეების საცხოვრებელი სახლი განსაკუთრებით მეორე სართულზეა დაზიანებული. თითქმის ყველა ოთახის კუთხეში ბზარებია გაჩენილი. სამსულიანი ოჯახი აწყურის შესასვლელში ახალციხე–თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარე ხიდთან ახლოს ცხოვრობს.

„ხიდის ერთ–ერთი ბურჯი დაზიანებული იყო. მასზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის დროს ისე ირყეოდა ჩვენი სახლები, როგორც ხუთბალიანი მიწისძვრის დროს. სისტემატიურმა რყევამ მთელს უბანში სახლები დაბზარა“, – ამბობს აწყურში მცხოვრები დალი ღამბაშიძე.
1942 წელს აშენებულ ხიდთან ახლოს აწყურში ათამდე ოჯახი ცხოვრობს.

„ისედაც ძველი სახლი მაქვს, ამ რყევების გამო ჭერი შემოიხსნა, კედლები დაიბზარა. ასე გრძელდება, დაახლოებით, 15–20 წელია“, – ამბობს იზოლდა გაჩეჩილაძე.

ავარიულია მის მეზობლად მცხოვრები თეონა სულეიმანაშვილის სახლიც: „ჩემი სახლის კედლებიც დაზიანდა. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. დედამთლი და მაზლი, რომ არ მეხმარებოდნენ, ბავშვებსაც ვერ ვაჭმევდი. როგორ ვუშველო ამ დამსკდარ კედლებს არ ვიცი“.

‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ რამდენიმე წლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ავარიული ხიდის ნაცვლად აწყურში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

„თითქმის 20 წელია ვიბრძვით. ოთხი წერილი გვქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილი. როგორც იქნა მოვიდნენ, შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ხიდის ერთი ბურჯი მთლიანად იყო გამოსული მწყობრიდან, ის აზანზარებდა მიწას. ახლა რყევა აღარ არის მაგრამ უბედურება ის არის, რომ სახლები დაგვრჩა დაშლილი. გვაქვს უფლება, რომ კომპენსაცია მოვითხოვოთ“, – ამბობს დალი ღამბაშიძე.

‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენადგილობრივები გეგმავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სამშენებლო მასალების დახმარების თხოვნით მიმართონ: „რადგან ახალ ხიდს აშენებენ პრობლემა აღარ იქნება, მაგრამ ამ დაზიანებულ სახლებს რა ვუყოთ?!. ვფიქრობთ, მერიას და გუბერნიას წერილობით მივმართოთ და სამშენებლო მასალებით დახმარება ვთხოვოთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ადგილობრივებს მათთვის არც წერილობით და არც სიტყვიერად არ მიუმართავთ.

სოფელ აწყურში ახალი ხიდის მშენებლობა დაახლოებით ორი თვეა რაც მიმდინარეობს. როგორც საგზაო დეპარტამენში განმარტავენ მშენებლობის ღირებულება 3 377 000 ლარია და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს „ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენი“ ახროციელებს.

როგორც საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ ახალი ხიდის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ის პრობლემები აღარ ექნება, რაც ძველი ხიდის დროს ჰქონდა: „იმიტომ შენდება ახალი კაპიტალური ხიდი, რომ ყველანაირ დატვირთვას გაუძლოს. ახალი ხიდი მანქანების გადასვლის დროს აღარ იმოძრავებს“.

‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
არალში ხიდის მშენებლობა განახლდა
სოფელ არალში ხიდი შენდება