FM97.5 / LIVE

აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართა [Video]

მთავარისაზოგადოება 02.04.2014
აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დოკუმენტური ფილმი „ჩემი სახელია ბექა“ აჩვენეს და თემაზე დისკუსია გამართეს.

აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართა [Video]
შეხვედრა „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ცენტრში განმარტავენ, შეხვედრის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. დისკუსიას ახალციხის საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების პედაგოგები, ფსიქოლოგები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალციხს სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„ბავშვები, რომლებსაც აუტიზმის სინდრომი აქვთ, საზოგადოების ჩვეულებრივი, რიგითი წევრები არიან და ისეთივე სითბო, ყურადღება და მიმღებლობა სჭირდებათ, როგორც სხვა ბავშვებს. ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ უნდა იყოს გონივრული და უნდა ვეცადოთ, რომ მათ შევუქმნათ პირობები, რომ სხვებისთვისაც იყვნენ მისაღები“, - ამბობს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის ფსიქოლოგი დალი ასპანიძე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემა აუტიზმის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის არქონაა.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოება მეტ-ნაკლებად უფრო იცნობს ამ დაავადებას, ბოლო რამდენიმე წელიწადია აქტიურად ხდება ამ თემის გაშუქება. თუმცა, პრობლემას მაინც ხშირად ვაწყდებით“, - ამბობს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „მწვანე სახლის“ ახალციხის ფილიალის დირექტორი ელისო თათეშვილი და ამატებს, რომ იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და ეს ბავშვები საზოგადოებისგან გარიყული არ იყვნენ, ამ თემაზე ხშირი დისკუსიებისა და შეხვედრების გამართვაა საჭირო.

მას შემდეგ, რაც, დალი ასპანიძემ და ელისო თათეშვილმა ახალგაზრდებს აუტიზმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, შეხვედრაზე აჩვენეს ფილმი „ჩემი სახელია ბექა“, რომელიც აუტისტი ბიჭის ცხოვრებას მოგვითხრობს.



[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა
ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა
ახალციხის ციხე ლურჯ ფერში განათდა [Photo]
მწვანე სახლში’ აუტიზმის დღე აღნიშნეს
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა