FM97.5 / LIVE

საშემოდგომო ხვნა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 04.11.2013
ხნავენ თუ არა ფერმერები მიწას საშემოდგომოდ და ჰყოფნით თუ არა მათ, საშემოდგომო სამუშაოებისთვის, ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრში არსებული ტექნიკა.

საშემოდგომო ხვნა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მკვიდრს სოფო აფრიამაშვილს ჯერ არცერთი ყანა არ მოუხნავს. თუმცა ამბობს, რომ სოფელში ტექნიკის პრობლემა არ არის და ნაკვეთის მოხვნა არ გაუჭირდება.

მისმა მეზობელმა თამარ აფრიამაშვილმა ჯერ ის ნაკვეთი მოხნა, სადაც ტრაქტორი მუშაობდა: „მიწა მოსახნავი კიდევ დაგვრჩა, მაგრამ ჯერ ვაშლის მოკრეფას ვჩქარობთ. როგორც ვიცი, სოფელში ტექნიკა საკმარისია და თუ რიგში ჩვდგებით საშემოდგომოდ მიწის მოხვნას ყველა მოვასწრებთ“.

ჯერ ნაკვეთი საშემოდგომოდ არც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მკვდირს, სერგო ჩახოიანს დაუმუშავებია, თუმცა ამბობს, რომ საშემოდგომოდ მიწას ყოველთვის ხნავს და გამონაკლისი არც წელს იქნება. თუმცა, მის საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთიდან იგი წელს მხოლოდ 65 მეასედს დაამუშავებს და ყველაფერს: სიმინდს, ლობიოს, კარტოფილს, ხახვსა და ნიორს, აქ დათესავს.

„სერვის ცენტრის ტრაქტორით მოვხნავ. ვფიქრობ, რომ არ იქნება პრობლემა“, - ამბობს ჩახოაიანი.

სერვის ცენტრის ტრაქტორით უკვე დაამუშავა ნაკვეთის ნაწილი ამავე სოფლის მკვიდრმა მევლუდი გოგოლაძემ: „2 ჰა მიწა მაქვს. ჯერ ნახევარი ჰექტარი მოვხანი და დანარჩენასც მოვხნავ“.

გოგოლაძე ამბობს, რომ ბოლო დროს სოფელში ტექნიკის პრობლემა აღარ არის და თუ რიგში ჩადგები, სერვის ცენტრიდან გამოძახებული ტრაქტორი შენამდე აუცილებლად მოვა, ოღონდ ერთი პირობით: „ყველამ ერთ დღეს და ერთად არ უნდა მოინდომოს მიწის მოხვნა. ეხლა თუ დაიწყებენ ხვნას ყველას ეყოფა, მაგრამ ზამთარში, როცა ყველა მოსწრებაზეა ტექნიკა სოფელს ვეღარ წვდება“.

გოგოლაძე წელს ტარიფითაც კმაყოფილია: „შარშან მეასედის მოხვნა 1,60 გვიჯდებოდა, წელს 1,45 ლარია“.
სამცხე-ჯავახეთის სერვისცენტრში 74 ტრაქტორი ჰყავთ. მათ შორის 8 ერთეული წელს, მაისში დაემატა. 8 ახალი ტრაქტორიდან ამჟამად 5 ადგილზე, 2 ადიგენში და 1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელაშია".

სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ტექნიკა საკმარისია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოხვნას ყველა სოფელში ერთად არ ითხოვენ.

„აგრო ვადების გამო, ხშირად ტექნიკის საჭიროება ყველგან ერთდროულად ჩნდება, ან გლეხები გამოდარებას ელოდებიან და ამ დროს ტრაქტორების რაოდენობა ყველა სოფელს ნამდვილად ვეღარ წვდება“, - ამბობს მექანიზაციის სერვისცენტრის მმართველის დროებით მოვალეობის შემსრულებელი კახა ჩინჩალაძე და ამატებს, რომ თუ დაემატება სერვის ცენტრს ტრაქტორები უკეთესი იქნება.

მისი განმარტებით ამჟამად ადგილზე 20 ტრაქტორია. დანარჩენი ტექნიკა კი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშია განაწილებული: „მაგალთად 9 ტრქტორი ადიგენშია გაგაზავნილი და იქ 2 ჯგუფად მუშაობს. 30-მდე ტექნიკაა ჯავახეთში. ახლა ტრაქტორებს იყენებენ სახნავად, ასევე მარცვლეულის სათესად, დადისკვისთვის“.

რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებს, იმისთვის რომ გზის გამო საჭიროების შემთხვევაში იქ ტრაქტორს მისვლა არ გაუჭირდეს, აქ რამდენიმე ერთეულ ტექნიკას მუდმივად ტოვებენ.

„მაგალითად ბოგაში სვირსა და ტატანისში ერთი ტრაქტორი სულ დგას და წვდება სამივე სოფელს. რაც შეეხება ადიგენის მაღალმთიან სოფლებს, აქ ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ და შესაბამისად მიწასაც ნაკლებად ამუშავებენ“, - გვიხსნის ჩინჩალაძე.

სერვისცენტრში ტრაქტორების დამატებამ რომ რეგიონში ტექნიკის პრობლემა თითქმის გადაჭრა, ამაზე ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გურამ ჯინჭველაძეც საუბრობს: „გასულ წლებთან შედარებით წელს გაზაფხულზეც და შემოდგომითაც მიწის მეტი ფართობი მოიხნა. გაუმჯობესდა ხვნის ხარისხიც, რადგან სხვადასხვა ტიპის აგრეგატებია შემოსული. ტექნიკა ახლა უფრო ხელმისაწვდომია და გლეხები მეზობლებზე აღარ არიან დამოკიდებულები, რომ ის 30 წლის ტრაქტორს დილით ან დაქოქავს და ან არა“.

ჯინჭველაძის განმარტებით, საშემოდგომო ხვნა უკეთესი მოსავლისთვის აუცილებელია: „ფესვი თუ მყარ მასას მოხვდა ის სიღრმეში ვერ განვითარედბა. შესაბამისად გვალვის დროსაც მალე გახმება“.

სამცხე-ჯავახეთში საშემოდგომო ხვნა სექტემბრიდან იწყება და 20 დეკემბრამდე გრძელდება.

sknews.ge


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება
მესხ ფერმერებს ხვნა–თესვისთვის ტრაქტორები არ ჰყოფნით
ფერმერების ნაწილმა ხვნის ბარათები ვერ გამოიყენა
მეურნე: საშემოდგომო ხვნა [Video]
ახალციხეში მექანიზაციის სერვის ცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
სასუქის დეფიციტი და გაძვირებული სათესლე მასალა - სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]