FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ პარტიების დაჯარიმების ნაცვლად ქუჩები პლაკატებისგან თვითონ გაწმინდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.03.2019
საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, ახალციხის მერიამ „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ წარმომადგენლების დაჯარიმების ნაცვლად, პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატების ჩამოსაწმენდად თვითმმართველობის თანამშრომლები გამოიყვანა და დასუფთავების აქცია მოაწყო.

ახალციხის მერიამ პარტიების დაჯარიმების ნაცვლად ქუჩები პლაკატებისგან თვითონ გაწმინდა

ახალციხის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ააპ–ების თანამშრომლებმა 9 აპრილის, რუსთაველის, კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩები სააგიტაციო პლაკატებისგან გაწმინდეს.

იურისტების განმარტებით, საარჩევნო მასალისგან ქუჩების გაწმენდა პარტიებს ევალებათ.

საქართველოს სარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მერვე ნაწილის თანახმად „შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის რატი თინიკაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსი სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ზუსტ სანქციას არ ითვალისწინებს: „თუმცა შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას, 50 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. ამ მუხლით სახელმწიფოს მათთვის სანქციების დაკისრება შეეძლო".

მიუხედავად აღნიშნულისა, მერიამ არჩია, რომ პლაკატების ჩამოსახსნელად თანამშრომლები გამოეყვანა და დასუფთავების აქცია მოეწყო. შეკითხვაზე, რატომ არჩიეს ასე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ „მსგავსი სახის აქციები ხშირად ტარდება–ხოლმე. კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს კიდევ გამართავენ“.

წინასაარჩევნოდ ქალაქში გაკრული მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტის „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები იყო გაკრული. კანონით განსაზღვრულ ვადაში ქუჩები სააგიტაციო მასალისგან მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ გაწმინდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის
არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]
პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
ოპოზიციური პარტიები ქუჩების სააგიტაციო მასალებისგან გაწმენდას ხვალ დაიწყებენ
‘ოცნებას’ ახალციხეში ზურაბიშვილის პლაკატებისგან ქუჩების გასუფთავება ჯერ არ დაუწყია
ახალციხეში ‘პატრიოტთა ალიანსის’ პლაკატები აკრძალულ ადგილზეა გაკრული