FM97.5 / LIVE

პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 04.12.2016
პოლიტიკური პარტიებისათვის საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის ვადა ამოიწურა. მიუხედავად ამისა, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შენობებსა და ღობეებზე სააგიტაციო მასალა კვლავ რჩება.

პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, თუკი საარჩევნო სუბიექტი დადგენილ ვადაში არ ჩამოხსნის საკუთარ სააგიტაციო მასალას, მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება – „შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა“, – განმარტებულია კოდექსში.

ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ, 2016 წლის არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტებისათვის პლაკატების ჩამოხსნის ბოლო ვადა 1 დეკემბრით განისაზღვრა.

წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“, ახალციხის მასშტაბით, დაახლოებით 5 000 პლაკატი გააკრა. მათი ნაწილი ჯერ კიდევ ჩამოუხსნელია. ნაწილის ჩამოხევა პარტიის აქტივისტებმა 30 ნოემბერს დაიწყეს, შემდეგ კი უამინდობის გამო მუშაობა ვეღარ გააგრძელეს. მათ ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე პლაკატები ჩამოხიეს, თუმცა ქაღალდის ნარჩენები იქვე დატოვეს.
„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პლაკატების ნარჩენების გატანა მერიის კომპეტენციაში შედის. რაც შეეხება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას, მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, პლაკატები გაკრული მხოლოდ კერძო ობიექტებზე რჩება, რაზეც პასუხისმგებლობა მესაკუთრეს ენიჭება.

„ის გამოყოფილი ადგილები, რაც იყო მუნციპალიტეტის მასშტაბით, ფაქტობრივად გასუფთავებულია. ნაგვის გატანა ამ შემთხვევაში არის დასუთავების სამსახურის პრეროგატივა და შესაბამისად, მოახდენენ მის გატანას. როგორც ქალაქს ყოველდღიურად ასუფთავებენ, ისე დაასუფთავებენ ამ ადგილსაც და გაიტანენ“,– განმარტავს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.

„ქართული ოცნების“ მსგავსად, პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ქალაქის მასშტაბით პლაკატების ჩამოხსნა 29 ნოემბერს დაიწყეს, თუმცა რა ტერიტორიაა დასუფთავებული მათი მხრიდან, ამ ეტაპზე, ვერ საუბრობენ.
„პლაკატებს ვაძრობთ ნელ–ნელა. გაგზავნილი გვყავს ახალგაზრდები. რომელი უბნები გაასუფთავეს, მართლა არ ვიცი. ავაძრობთ, აბა ასე ხომ არ დავტოვებთ?!“– ამბობს მერობის ყოფილი კანდიდატი „ბურჭულაძის“ პარტიიდან ივანე გვარამაძე.
„ქართული ოცნების“ შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში, ყველაზე მეტი სააგიტაციო მასალა, ქალაქის მასშტაბით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკრა. არჩევნების შემდეგ კი ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პლაკატების ჩამოხსნას არ გეგმავენ.
„არ ჩამოგვიხსნია და არც ვაპირებთ“, – ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე. კითხვაზე, თუკი მათ სააგიტაციო მასალების ჩამოხსნას კანონი ავალდებულებთ, ასე გვპასუხობს: „რა ვიცი, გადაწყვიტოს სასამართლომ, ან ვისაც ეგ ხელეწიფება, ჩამოხსნას არ ვგეგმავთ“.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველი ტურის, 8 ოქტომბრის შემდეგ, ,,ეროვნული ფორუმის“ მერობის კანდიდატი არჩევნებს გამოეთიშა, ქალაქის ქუჩებში, შენობებსა და ღობეებზე ჯუმბერ ინასარიძის პლაკატები კვლავ რჩება. მერობის ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ პლაკატების ჩამოხსნის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

„არავის არაფერი უთქვამს. მე სპეციალურად ვიკითხე ეგ ადრე და მითხრეს, მეორე ტური რომ დასრულდება, მერია გაასუფთავებს ხუთ დღეშიო. ჩემი პალაკატები ბევრი არ არის, დღესვე მივხედავ მაგას“, – ამბობს ჯუმბერ ინასარიძე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში კონკრეტული სანქცია, რომლითაც სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი უნდა დაჯარიმდეს, გაწერილი არ არის. სწორედ ამით ხსნიან იურისტები იმას, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები სააგიტაციო მასალებს აღარ ხსნიან, ვალდებულება კი აქვთ.

თუმცა, თუ პოლიტიკური პარტია ვალდებულებას არ შეასრულებს, მისი დაჯარიმება, ქალაქი მერიას შეუძლია.
ახალციხის მერის, ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, საარჩევნო მასალების ნარჩენებისგან ქალაქის გასასუფთავებლად, რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება იყოს სანქციის დაწესება რომელიმე საარჩევნო სუბიექტისადმი ან თავად მერიის სამსახურმა ე.წ. შაბათობა მოაწყოს და ქუჩები პლაკატებისგან გაწმინდოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მერი სანქციის გამოყენებას აპირებს: „გავაკეთებ იმას, რასაც გააკეთებდნენ ისინი, ჯარიმებია მაგაზე გათვალისწინებული, კანონმდებლობა გვაძლევს ამის უფლებას, ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს და თანხა საკმაოდ სოლიდურია.“

პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება

პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება

პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]
ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის
ახალციხის მერიამ პარტიების დაჯარიმების ნაცვლად ქუჩები პლაკატებისგან თვითონ გაწმინდა
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
ბორჯომის ქუჩებს  საარჩევნო  მასალებისგან ასუფთავებენ
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს