FM97.5 / LIVE

არჩევნების კვალი ახალციხეში – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 17.11.2016
საარჩევნო ციხებ–ცხელება დასრულდა, თუმცა ახალციხის ქუჩები საარჩევნო მასალებისგან ჯერ არცერთ პარტიას არ გაუწმენდია. მათი ნაწილი სააგიტაციო მასალების ჩმოხსნას, არც გეგმავს და არც ის იცის, რომ ამის ვალდებულება აქვთ.

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

2016 წლის საპარლამენტო და ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნების დასრულებიდან 17 დღე გავიდა, თუმცა ახალციხის ქუჩებში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პლაკატს ჯერ ისევ ბევრგან შეხვდებით.

„პლაკატების“ უმეტესი ნაწილი შენობების კედლებზე, ბილბორდებზე, ავტოფარეხებზე და ღობეებზე რჩება; ნაწილი ჩამოხეულია, თუმცა წებო, რითაც გააკრეს, დარჩენილია.

ახალციხეში, საარჩევნო მასალებს შორის, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების სააგიტაციო მასალები გვხვდება. ასევე, ჩანს პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკისა და „თავისუფალი დემოკრატების“.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის გელა დემეტრაძის განმარტებით, გაასუფთავებენ თუ არა სააგიტაციო მასალებისგან ქალაქს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ: „ამაზე არ გვიმსჯელია. შესაძლებელია გავწმინდოთ. წინა არჩევნებზე სააგიტაციო მასალებისგან შენობებს ხან ვწმენდდით, ხან არა“.

„ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ სააგიტაციო მასალების ჩამოხსნას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხე–ადიგენის ოლქში შალვა გოგოლაძე ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ იმდენად ცოტა სააგიტაციო მასალა გააკრეს ქუჩებში, შესაძლებელია აღარც კი იყოს გასასუფთავებელი: „ვალდებულება გვაქვს აღებული, თუ სადმე გვაქვს დარჩენილი ჩამოვხსნით“.

რამდენიმე დღეში დაიწყებს ქალაქის საკუთარი „პლაკატების“ გასუფთავებას“ „ბურჭულაძის“ პარტიის წარმომადგენელი ივანე გვარამაძე.
საარჩევნო კოდესის 46–ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა უზრუნველყოს;

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. ამ დღიდან 15 დღის ვადაში უნდა ჩამოხსნან საარჩევნო სუბიექტებმა სააგიტაციო მასალა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლში ვკითხულობთ: საარჩევნო სუბიექტებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საარჩევნო სუბიექტს შესაძლებელია ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინიტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დააკისროს: „კონკრეტული სანქცია სამწუხაროდ კანონში გაწერილი არ არის, რაც ქმნის ამ პრობლემას. საარჩევნო პერიოდის შემდეგ საარჩევნო სუბიექტები აღარ ხსნიან სააგიტაციო მასალებს, იგნორირებას უკეთებენ, თუმცა ვალდებული არიან“.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ქალაქის მერიას შეუძლია იერსახის დამახინჯებისთვის კონკრეტული სუბიექტები დააჯარიმოს.
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნაირა სამსონიძის განმარტებით, მერიამ უნდა მიუთითოს საარჩევნო სუბიექტებს დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა მათ ვადა 15 დღე, 1 დეკემბრამდე აქვთ.

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

არჩევნების კვალი ახალციხეში  – ვინ უნდა გაასუფთაოს ქალაქი ‘პლაკატებისგან’[Photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის
პლაკატების ნარჩენები ქალაქში – ელით თუ არა პარტიებს დაჯარიმება
ოპოზიციური პარტიები ქუჩების სააგიტაციო მასალებისგან გაწმენდას ხვალ დაიწყებენ
ახალციხის მერიამ პარტიების დაჯარიმების ნაცვლად ქუჩები პლაკატებისგან თვითონ გაწმინდა
ბორჯომის ქუჩებს  საარჩევნო  მასალებისგან ასუფთავებენ
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
'ქართულმა ოცნებამ' ქუჩების საარჩევნო მასალებისგან გასუფთავება დაიწყო [Photo]