FM97.5 / LIVE

ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს

მთავარისიახლე, არჩევნები 17.06.2016
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წინასაარჩევნოდ, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის ადგილების ნუსხა დაამტკიცა.

 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს

ამ საკითხებზე ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 17 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩეველთან შეხვედრების ჩატარება სოფლებში კულტურის სახლებში, კლუბებსა და რიტუალების სახლებში შეეძლებათ. ქალაქ ბორჯომში კი შეხვედრებისთვის ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაა განსაზღვრული.

რაც შეეხება სააგიტაციო მასალების განთავსებას, პლაკატების გაკვრა დასაშვებია:

► საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე;
► შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, მათი მესაკუთრეების ან მფლობელების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
► სოფლებში, კლუბების, რიტუალების სახლებისა და მუსიკალური სკოლების შენობებზე.

საარჩევნო მასალების გაკვრა აკრძალულია:

► საკულტო ნაგებობებზე ;
► კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე;
► პოლიციის კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერზე;
► საგზაო ნიშნებზე;
► ქალაქ ბორჯომის შესასვლელთან მდებარე ქვის სტელაზე;
► შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:
• სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
• სასამართლო;
• პროკურატურა;

რაც შეეხება გაკრული საარჩევნო მასალების ჩამოხსნას, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება
საარჩევნო მასალებისა და შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილები ადიგენში
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს
ახალციხის თვითმმართველობამ საარჩევნო მასალების გასაკრავი ადგილები გამოყო
საარჩევნო მასალებისთვის ადგილები ქალაქ ახალციხეშიც განისაზღვრა
ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა